მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

საქართველო ფინანსური ინოვაციების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და შეუძლია გლობალური ფინანსური ტექნოლოგიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცეს - სოპნენდუ მოჰანტი

news image
mbc image

გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოპნენდუ მოჰანტიმ, „თბილისის ფინანსური სამიტის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაზე, ინოვაციების დანერგვასა და ქვეყნის გლობალურ ფინანსურ ეკოსისტემაში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა.

სოპნენდუ მოჰანტიმ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის როლს ფინანსური ინოვაციების განვითარებაში და აღნიშნა, რომ ქვეყანა ღია ბანკინგის დანერგვით უკვე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფინანსური სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით. მისი შეფასებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ამ გამოცდილებას დაეყრდნოს და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მომდევნო ეტაპზე გადავიდეს.

"ღია ბანკინგი, მარეგულირებელი ლაბორატორია, ციფრული ბანკები,  ციფრული ლარი,  თქვენ უბრალოდ კი არ ნერგავთ ტექნოლოგიას,  თქვენ თავად ქმნით მას. მაგრამ ტექნოლოგია არ არის მიზანი. მიზანი არის ფინანსური სისტემა, რომელიც პროდუქტიული, მდგრადი და სანდოა, რადგან ტექნოლოგია განსაზღვრავს იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია ფინანსებს. ნდობა კი გადაწყვეტს, თუ რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა. მოდით, ვაქციოთ თბილისი ადგილად სადაც ეს ორი ერთმანეთს ხვდება" - განაცხადა სოჰნენდუ მოჰანტიმ. 

GFTN-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სამ მიმართულებას: ხელოვნურ ინტელექტს, ტოკენიზაციასა და კვანტურ ტექნოლოგიებს.

ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ტექნოლოგიის განვითარება უკვე ახალ ეტაპზე გადადის, როდესაც ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ინფორმაციას ამუშავებს და კითხვებს პასუხობს, არამედ დამოუკიდებლად მოქმედებს კიდეც. მისი შეფასებით, ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხელს შეუწყობს თაღლითობის სწრაფ გამოვლენას, რისკების უფრო ზუსტ შეფასებასა და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას. ამასთან, მნიშვნელოვანია შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოების არსებობა, რომლებიც ინოვაციების განვითარებასა და ფინანსური სისტემის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

მეორე მნიშვნელოვან მიმართულებად სოპნენდუ მოჰანტიმ ტოკენიზაცია დაასახელა. მისი განმარტებით, ტოკენიზებული ფინანსური ბაზარი შესაძლებლობას იძლევა, ფულისა და აქტივების ანგარიშსწორება მყისიერად განხორციელდეს. მან აღნიშნა, რომ საქართველომ ციფრული ფულის მიმართულებით ადრეულ ეტაპზევე გადადგა ნაბიჯები და გამოთქვა იმედი, რომ ქვეყანა ამ გამოცდილებას სრულყოფილი ტოკენიზებული ბაზრის განვითარებისკენ მიმართავს. 

"ღირებულება იზრდება მაშინ, როდესაც მას ვაზიარებთ და საქართველო ამ პრინციპით ცხოვრობს" - განაცხადა  GFTN-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სებ-ისა და მთავრობის წარმატებული რეფორმების შედეგად, საქართველო დღეს იმ საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს აერთიანებს - ნათია თურნავა

27.10.2026.13:31

და მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ღონისძიება სინგაპურის გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) აღმასრულებელმა დირექტორმა სოპნენდუ მოჰანტიმ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მიმართეს.

„უკვე მეორე წელია, საქართველო იმ საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს, მათ შორის სინგაპურს, იაპონიასა და შვეიცარიას აერთიანებს. ეს არის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგი", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სამიტის გახსნაზე.

მისი თქმით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ფინანსური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკის საშუალო წლიურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, საერთაშორისო რეზერვები კი ბოლო ორი წლის განმავლობაში გაორმაგდა და 8.14 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც, სსფ-ს მეთოდოლოგიით განსაზღვრული მაჩვენებელი (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება და 128.2%-ს შეადგენს. 

ნათია თურნავას განცხადებით, ქართული საფინანსო სექტორი მაღალი კაპიტალიზაციითა და ლიკვიდობის ძლიერი ბუფერებით ხასიათდება, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მის მიმზიდველობას ზრდის. 2025 წელს საფინანსო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიურმა ზრდამ 18.7% შეადგინა.

სამიტის მთავარი თემაა რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კორიდორების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ცენტრალური ბანკების პრიორიტეტებზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, ციფრულ აქტივებზე, გადახდების მომავალზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოებაზე. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის".

„თბილისის ფინანსური სამიტი" საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში პოზიციების გაძლიერების, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა