მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით - შარშან ინფლაცია იყო 3,9%, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი l ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3 პროცენტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 2,6 პროცენტი, რაც განახევრდა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

„საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი. ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3 პროცენტი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 2,6 პროცენტი, რაც განახევრდა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როცა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 5,3 პროცენტი. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.

საქონლის ექსპორტი გაიზარდა 11,2 პროცენტით 2025 წელს წინა წელთან შედარებით და მიაღწია რეკორდულ 7,3 მილიარდ დოლარს. რაც შეეხება მთავრობის საგარეო ვალს, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ანუ შარშანდელი წლის ბოლოს, მთავრობის საგარეო ვალი შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 34,4 პროცენტს. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით საგარეო ვალმა შეადგინა 31,5 პროცენტი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს მთავრობის საგარეო ვალმა გადააჭარბა 60 პროცენტს და ჩვენ მოვახერხეთ ამ მაჩვენებლის ჩამოყვანა 31,5 პროცენტამდე, რაც არის რა თქმა უნდა მთავრობის ძალიან სერიოზული ძალისხმევის შედეგი", - განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

09.09.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0364 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6104 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6104 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6114 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0364 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0318 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა