მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და პროგნოზირებად სავაჭრო რეჟიმს, რაც ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის - გენადი არველაძე

news image

„საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში, იყენებს რა სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკას სტრუქტურული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტად. მიმდინარე ეტაპზე საქართველომ შეასრულა DCFTA-ით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების 74%" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიულ კვირეულის (OECD Eurasia Week) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გაიმართა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეროვნული სტანდარტიზაციის სისტემის ევროპულ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, როგორც ინსტიტუციურად, ისე პრაქტიკაში. შედეგად, საქართველოში ევროპული სტანდარტების მიღების მაჩვენებელმა თითქმის 95%-ს მიაღწია და რაც ქვეყანას გამოარჩევს რეგიონის ქვეყნებს შორის. გენადი არველაძის თქმით, ჰარმონიზაციის მაღალი დონე ამცირებს ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში და ზრდის ქართველი მწარმოებლების შესაძლებლობას, რომ იყვნენ კონკურენტუნარიანები და ინტეგრირება მოახდინონ ევროპულ და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში.

„საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და პროგნოზირებად სავაჭრო რეჟიმს, რაც ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის. ჩვენი სავაჭრო პოლიტიკა ხასიათდება დაბალი ტარიფებით, მინიმალური საბაჟო ბარიერებით, გამარტივებული პროცედურებითა და გამჭვირვალე, წესებზე დაფუძნებული მმართველობით. მთავარი პრიორიტეტია როგორც საექსპორტო ბაზრების, ისე საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაცია, რაც აძლიერებს ეკონომიკურ მედეგობას და ამცირებს დამოკიდებულების რისკებს ინვესტორებისთვის," - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, ქართული პროდუქცია სარგებლობს შეღავათიანი წვდომით 2,3 მილიარდზე მეტ სამომხმარებლო ბაზარზე, საქართველო კი წარმოჩინდება, როგორც წარმოებისა და დისტრიბუციის ეფექტური ჰაბი, რომელიც ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს აკავშირებს. „ეს ძალისხმევა ასახავს მკაფიო სტრატეგიულ ხედვას, რომელიც მოიცავს სავაჭრო პოლიტიკის ინვესტიციების წახალისებასთან შესაბამისობაში მოყვანას, რეგიონულ და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში საქართველოს როლის გაძლიერებას და ინვესტორებისთვის მზარდ, პროგნოზირებად და წესებზე დაფუძნებულ სულ უფრო მზარდ ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფას" - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებში, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და დიგიტალიზაციას შეეხებოდა. OECD ევრაზიის კვირეული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს მოიცავს. კვირეულის ღონისძიებებში ასევე მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, რომელმაც ერთ-ერთ დისკუსიაში შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს ფუნქციის გაძლიერებაზე ისაუბრა.

OECD ევრაზიის კვირეული ყოველწლიური მაღალი რანგის ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, ასევე ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

29.04.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1499 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6920 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6920 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6925 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1499 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1481 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0018 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა