მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო-ინდოეთის სავაჭრო ბრუნვა 42.2 მლნ დოლარს შეადგენს

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და ინდოეთს შორის საერთო სავაჭრო ბრუნვამ 42 231.0 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 49 312.7 ათასი დოლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 14.36%-ითაა შემცირებული.

სავაჭრო ბალანსის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქართული ექსპორტის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო ინდოეთიდან იმპორტის მოცულობამ იკლო.

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან ინდოეთში პროდუქციის ექსპორტმა 7 023.4 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 33.62%-ით აღემატება 2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებს, როდესაც ქვეყნიდან 5 256.1 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთში ყიდის:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 4 090.3 ათასი დოლარი;
  • ტყვია დაუმუშავებელი - 712.2 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 683.0 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 439.7 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი შავი ლითონებისა - 407.7 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აპრილში ინდოეთიდან საქართველოში 35 207.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. გასული წლის ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 44 056.6 ათას დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, მიმდინარე წელს იმპორტი 20.08%-ითაა შემცირებული.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 6 029.0 ათასი დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 2 468.6 ათასი დოლარი;
  • დაგრეხილი მავთული, გვარლები, ზონრები და ანალოგიური ნაწარმი ალუმინისაგან - 2 203.4 ათასი დოლარი;
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 1 434.0 ათასი დოლარი;
  • ბრინჯი - 1 423.8 ათასი დოლარი.
  •  
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა