საქართველო-ინდოეთის სავაჭრო ბრუნვა 42.2 მლნ დოლარს შეადგენს
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და ინდოეთს შორის საერთო სავაჭრო ბრუნვამ 42 231.0 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 49 312.7 ათასი დოლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 14.36%-ითაა შემცირებული.
სავაჭრო ბალანსის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქართული ექსპორტის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო ინდოეთიდან იმპორტის მოცულობამ იკლო.
მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან ინდოეთში პროდუქციის ექსპორტმა 7 023.4 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 33.62%-ით აღემატება 2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებს, როდესაც ქვეყნიდან 5 256.1 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთში ყიდის:
რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აპრილში ინდოეთიდან საქართველოში 35 207.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. გასული წლის ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 44 056.6 ათას დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, მიმდინარე წელს იმპორტი 20.08%-ითაა შემცირებული.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
18.06.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0408 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6527 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6527 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0408 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0787 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0379 ლარი შეადგინა.