საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა 8.8%-ით გაიზარდა
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები საგრძნობლად გააქტიურდა. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ორ ქვეყანას შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 218 876.4 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (201 209.8 ათასი დოლარი) 8.8%-იანი ზრდაა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით, თუმცა ქართული პროდუქციის იტალიაში გატანა გაცილებით სწრაფი ტემპით იზრდება.
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან იტალიაში განხორციელებულმა ექსპორტმა 39 789.3 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 30.3%-ით აღემატება 2025 წლის იმავე პერიოდის ციფრს.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო იტალიაში ახდენს:
რაც შეეხება იტალიური პროდუქციის საქართველოში შემოტანას, აქ შედარებით სტაბილური და ზომიერი ზრდაა. მიმდინარე წლის 5 თვეში იტალიიდან იმპორტმა 179 087.1 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში იტალიიდან შემოტანილ საქონელში ყველაზე დიდი წილი ავტოინდუსტრიას, ფარმაცევტულ პროდუქციასა და მოვლის საშუალებებს უჭირავს.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო იტალიიდან:
სხვა სიახლეები
მაისის თვის, ასევე იანვარ-მაისის ეკონომიკური მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას l ვახტანგ ცინცაძე
30.06.2026.15:41
„მაისის თვეში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციების შეფასებისას.
მაისის თვის ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებლებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ზრდა სექტორების მიხედვით საკმაოდ დივერსიფიცირებულია. აღსანიშნავია, რომ მაისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ შემდეგ სექტორებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ჯანდაცვა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია ის ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება, მათ შორის საგარეო ვაჭრობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისის მონაცემებით, ექსპორტის დაახლოებით 20%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი 66%-ს აჭარბებს. ამასთან, სხვა სექტორული მიმართულებებითაც წინასწარი მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნული იმის პროგნოზირების საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციები და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა მომდევნო თვეებში იმაზე გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო თუ საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.