საქართველო-ლუქსემბურგის სავაჭრო ბრუნვა 67%-ით გაიზარდა
საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის საგარეო სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვან მზარდ დინამიკას აჩვენებს. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უახლესი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-აპრილში ორ ქვეყანას შორის საერთო სავაჭრო ბრუნვამ 1 446.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67.2%-ით მეტია. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 865.0 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურაში ტრადიციულად იმპორტი ჭარბობს, რომელზეც მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში მთლიანი ვაჭრობის თითქმის 98.6% მოდის. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ლუქსემბურგიდან 1 427.2 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოიტანა, რაც წინა წლის მაჩვენებელს, 849.0 ათას დოლარს, მკვეთრად აღემატება.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ლუქსემბურგიდან ახდენს:
მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ბალანსში იმპორტი დომინირებს, პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა ექსპორტის მიმართულებითაც. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ლუქსემბურგში 19.2 ათასი დოლარის პროდუქტი გაიგზავნა, მაშინ როდესაც 2025 წლის შესაბამის თვეებში ქართული ექსპორტის მოცულობა 16.1 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლუქსემბურგში ქართული ექსპორტი წლიურად 19.2%-ით გაიზარდა. 2026 წლის ოთხი თვის სტატისტიკით ლუქსემბურგში ექსპორტის 100%-იყურძნის ნატურალური ღვინოებზე მოდის.
სხვა სიახლეები
2026 წლის ცხრა თვის განმავლობაში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე $1,353 შეადგინა, რაც წლიურად 4%-იან ზრდას წარმოადგენს - TBC Capital
03.11.2026.11:00
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება: ყოველთვიური მიმოხილვა" აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია ბაზრის ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. ,,2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $3,061 მილიონი შეადგინა და წლიურად 23%-ით გაიზარდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპის შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს.
იმავე პერიოდის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში წლიურად 18%-ით გაიზარდა და 34,434 ერთეული შეადგინა.
2026 წლის ცხრა თვის განმავლობაში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე $1,353 შეადგინა, რაც წლიურად 4%-იან ზრდას წარმოადგენს.
2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა და კვ.მ -ზე $10.1 შეადგინა. ასევე, უძრავი ქონების ამონაგები წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.2%-ს მიაღწია.
2026 წლის ცხრა თვეში ბაზარზე პოტენციური მიწოდება, რომელსაც გაცემული სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი ასახავს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა და დაახლოებით 854,000 კვ.მ შეადგინა", - აღნიშნულია ანგარიშში.