მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

საქართველო მზადაა, ითანამშრომლოს ყაზახეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა შუა დერეფანმა იფუნქციონიროს, როგორც ერთიანმა, ეფექტიანმა და კონკურენტუნარიანმა სისტემამ - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ იზრდება მოთხოვნა „შუა დერეფანზე", და ეს მზარდი მოთხოვნა ადასტურებს მისი, როგორც აზიასა და ევროპას შორის არსებული სტრატეგიული დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ახალი აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც სტრატეგიული ჰაბის როლს, რომელიც შუა დერეფანს შავი ზღვის აუზსა და ევროპულ ბაზრებთან აერთიანებს.

„მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა ხაზს უსვამს ამ დერეფნის პოტენციალს და ვარაუდობს, რომ კოორდინირებულმა ინვესტიციებმა და რეფორმებმა შესაძლოა დერეფნის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) საშუალოდ 3,3%-ით გაზარდოს და 2040 წლისთვის დამატებით ორ მილიონამდე სამუშაო ადგილი შექმნას. თუმცა, ამ პოტენციალის რეალიზება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად ვითანამშრომლებთ. აუცილებელია ინფრასტრუქტურული ინვესტიციების კოორდინაცია, გამტარუნარიანობის შეთანხმება და ოპერაციების გაუმჯობესება მთელი დერეფნის მასშტაბით. ერთ ქვეყანაში სიმძლავრეების გაფართოებას შეზღუდული ეფექტი ექნება, თუ სხვა მონაკვეთებზე შემაფერხებელი ბარიერები შენარჩუნდება. საქართველო წარმოადგენს სტრატეგიულ კარიბჭეს, რომელიც შუა დერეფანს შავ ზღვასა და ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, შუა დერეფანი უნდა გარდაიქმნას უფრო ფართო ეკონომიკურ დერეფნად, რომელიც მთელ რეგიონში ხელს შეუწყობს ვაჭრობას, მოიზიდავს ინვესტიციებს და ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

„საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ყაზახეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა შუა დერეფანმა იფუნქციონიროს, როგორც ერთიანმა, ეფექტიანმა და კონკურენტუნარიანმა სისტემამ", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აუცილებლად უნდა იქნას დაცული საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური, ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს - ლევან ჟორჟოლიანი

16.10.2026.13:59

ეკონომიკური ზრდა, ზოგადად, დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედებასთან - როდესაც წარმოება იზრდება, ბიზნესი ვითარდება, ეს ყოველთვის ნიშნავს გარემოზე ზემოქმედებას, შესაბამისად, აქ შემოდის ის საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ქართველ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ძალიან კარგი შედეგები, რასთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.

„ეკონომიკური ზრდა, ზოგადად, დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედებასთან - როდესაც წარმოება იზრდება, ბიზნესი ვითარდება, ეს ყოველთვის ნიშნავს გარემოზე ზემოქმედებას. შესაბამისად, აქ შემოდის ის საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური. მარტო ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის სტანდარტი, რომელიც მიღებულია სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოდ დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში.

ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, პრემიერმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით თავის გამოსვლაში, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების ფართობებთან მიმართებაში, დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებაში, რომელიც განხორციელდება უახლოეს მომავალში და მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს,"- აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა