საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებით - მიხეილ დუნდუა
საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებით, - ამის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, შეფასება დადებითია, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდანაც. გაზრდილია ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, გაუმჯობესებულია განვითარების პარამეტრები და მათი პროგნოზები, რაც ბუნებრივად და რეალურად ასახავს იმ მიმდინარე პროცესებს, რომლებიც ქვეყანაში წლის ამ პერიოდში მიმდინარეობს და რომლებსაც განვლილი წლების განმავლობაშიც ჰქონდა ადგილი.
საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებით და მრავალი პარამეტრით მნიშვნელოვნად აღემატება იმ სასიკეთო ძვრებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებიც შეიძლება განიცდიდნენ.
თუმცა, იმ პერიოდში, იმ რეალობაში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, სხვა ქვეყნებთან მიმართებით ეკონომიკური თვალსაზრისით ნაკლები პოზიტიური სიგნალია. ბევრ ქვეყანაში, უამრავ ქვეყანაში, უმეტესობაში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც ეკონომიკური ზრდის შენელებას, ეკონომიკის ვარდნას, ვითარების გაუარესებას ან სახელმწიფო ვალის ზრდას უკავშირდება. ეს ისეთი მაჩვენებლები და ისეთი ვითარებაა, რომელიც სახარბიელო არ არის.
ამ პროცესების საპირისპიროდ, საქართველოში პარამეტრები უმჯობესდება - ეს ფაქტია“, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.
სხვა სიახლეები
საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებით - მიხეილ დუნდუა
02.10.2026.09:36