მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა „თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის - ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი

news image
mbc image

თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო, თუმცა ყველაზე მთავარი ის ფაქტია, რომ სამიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა, შევხვდეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებს და ვიმსჯელოთ, ვიმუშაოთ და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა პროექტების მიმართულებით, - ამის შესახებ ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ემირ კურტიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა მსგავსი მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამიტების ორგანიზებისთვის.

„ცალსახაა, რომ საქართველო, თბილისი, მისი გეოსტრატეგიული მდებარეობა და პოზიცია სრულიად ლოგიკურს ხდის იმას, რომ ჩვენ ყველანი ახლა აქ ვართ და ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ“, - აღნიშნა ემირ კურტიჩმა.

მისივე თქმით, გლობალური გამოწვევებისა და რისკების ფონზე, მისასალმებელია, რომ საქართველო ძალიან წარმატებული ქვეყანაა ეკონომიკის კუთხით და ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავია.

„ვისურვებდი, ჩემმა ქვეყანამაც მიაღწიოს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დონეს. ამჟამად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ეკონომიკური ზრდის კუთხით გარკვეული სირთულეები გვაქვს. იმის მოსმენა, რომ საქართველო ეკონომიკურად კარგად ვითარდება, შთამაგონებელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ ეს რეალურად შესაძლებელია“, - აღნიშნა ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ემირ კურტიჩმა.

„თბილისის ფინანსურმა სამიტმა“ წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელს მოუყარა თავი. სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით წელს მეორედ ჩატარდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში წარმოებულ ნატურალურ წვენებზე საექსპორტო ბაზრებზე მზარდი მოთხოვნაა 

29.10.2026.15:00

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 23 589.4 ათასი დოლარის ღირებულების 15 235.7 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით 16 784.3 ათასი დოლარის ღირებულების 10 615.7 ტონა წვენი იქნა გატანილი ქვეყნიდან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ღირებულებით ნაწილში ზრდა 40.55%-ია, ხოლო მოცულობების კუთხით 43.5%-იანი.

2026 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნატურალური წვენების ექსპორტი აშშ-ში განახორციელა.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის:

• აშშ - 3 768.8 ტონა;
• ავსტრალია - 3 106.1 ტონა;
• რუსეთი - 1 976.6 ტონა;
• გერმანია- 1 211.6 ტონა,
• ისრაელი - 1 158.1 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა