მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

საქართველო შუა დერეფნის გასწვრივ მდებარეობს და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნია | ევროკომისიის ანგარიში

news image
mbc image

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2026 წლის კომუნიკაციის თანმხლები დოკუმენტი – „საქართველოს 2026 წლის ანგარიში“ (Georgia 2026 Report) გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირები და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალია შეფასებული.

ანგარიშში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმდინარეობასა და განვითარების მოდელის ცვლილებაზე, საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზე სერბეთთან, თურქეთსა და აზერბაიჯანთან, შუა დერეფნის განვითარებაზე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსა და ქვეყნის პოტენციალზე ენერგეტიკის მიმართულებით.

კერძოდ, ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია:

• ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა გაგრძელდა, მათ შორის ფსკერის დაღრმავებისა და ტალღმტეხის მშენებლობის სამუშაოები. 2026 წლის ივლისში განვითარების მოდელი შეიცვალა ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord Port) მოდელით, რომელიც სახელმწიფოს სრულ საკუთრებას ითვალისწინებს. გაგრძელდა საზღვაო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია.

• საქართველო, ზოგადად, ინარჩუნებს კარგ ორმხრივ ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირის გაფართოების პროცესში მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან. 2025 წელს საქართველომ სერბეთთან თანამშრომლობა გააძლიერა მაღალი დონის შეხვედრების გახშირებისა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაფართოების გზით. 2025 წლის დეკემბერში სერბეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

• საქართველო და თურქეთი აგრძელებენ სტრატეგიულ პარტნიორობას მაღალი დონის კონტაქტების გააქტიურებით, მათ შორის 2025 წლის აგვისტოში თურქეთში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტით. ევროკავშირის შემდეგ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია. ორი ქვეყანა თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე გადაზიდვების მოცულობის გაზრდის მიმართულებით. საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი კვლავ მაღალ დონეზე გაგრძელდა, რეგიონული ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

• საქართველო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის (TCTC) გასწვრივ მდებარეობს და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე გააჩნია. ამ დერეფნის შემდგომმა განვითარებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ევროკავშირის მიწოდების ჯაჭვებისა და სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციას, ასევე სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ ინტეგრაციას.

საქართველოს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს რეგიონული ელექტროენერგეტიკული კავშირების განვითარებას, განახლებადი ენერგიის წარმოებასა და ექსპორტს, იმ პირობით, რომ გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და შიდა და რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობები. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსის მინიჭების შესახებ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ის ქმნის საფუძველს მომავალში ელექტროენერგეტიკული ურთიერთკავშირების შესაძლო გაძლიერებისთვის.

საქართველოს ასევე აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კრიტიკული ნედლეულის მიმართულებით, როგორც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ მდებარე სატრანზიტო ქვეყანამ, რეგიონულმა გადამამუშავებელმა ჰაბმა და ზოგიერთი სტრატეგიული ნედლეულის, ძირითადად სპილენძისა და მანგანუმის, მიმწოდებელმა. ამ პოტენციალის რეალიზებისთვის საჭიროა ადგილობრივი საბადოების კვლევის, გადამუშავების შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული შეზღუდვების აღმოფხვრა, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკური შეფერხებების შემცირება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბოლო პერიოდის ძლიერ ზრდას თან ახლდა შრომის ბაზრის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება | IMF მისია

14.11.2026.02:36

მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის მსვლელობისას მათი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე არ განიხილება.

  • გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა. ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, ფასებზე ზეწოლამ ბოლოხანს გაფართოება დაიწყო, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

 

  • მაკროეკონომიკური პოლიტიკა ფრთხილი უნდა დარჩეს სამიზნეზე მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გაურკვევლობის გათვალისწინებით. ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფო საწარმოების მართვის სფეროში შემდგომი პროგრესი, პროდუქტიულობის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნის რეფორმებთან ერთად, ხელს შეუწყობს ზრდის მდგრადობას და ინკლუზიურობას.


ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 2026 წლის 13 ნოემბერი: ამა წლის 9-13 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისიამ ბატონი ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით თბილსში შეხვედრები გამართა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესის შესაფასებლად. ვიზიტის დასასრულს ბატონმა ჰაიდენბერგმა განაცხადა შემდეგი:

საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და ენერგომატარებლების მაღალი ფასის მიუხედავად. 2026 წლის იანვარსექტემბერში რეალური მშპ 7.4 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, და ვაჭრობის სექტორები, თუმცა ბოლო თვეებში ზრდის ტემპის მოდერაცია შეიმჩნევა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ტურიზმიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავლებზე და მთლიან ეკონომიკაზე დღეის მდგომარეობით მხოლოდ შეზღუდული გავლენა მოახდინა, თუმცა, ტურისტების ვიზიტები უშუალოდ ომთან დაკავშირებული ქვეყნებიდან შემცირდა. 2025 წელს 7.5 პროცენტით ზრდის შემდგომ, 2026 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2 პროცენტია, ხოლო 2027-ში 5.7 პროცენტი, რაც ნიშნავს რომ ზრდის ტემპი თავის საშუალოვადიან პოტენციურ, 5 პროცენტიან, ზრდის ტემპს თანდათან მიუახლოვდება.

ინფლაცია 2025 წლის მარტის შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება; ხოლო 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტს მიაღწია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ენერგომატარებლების გაზრდილი ფასები ინფლაციის ძირითადი მამოძრავებელია, ინფლაციური წნეხი გაფართოვდა. საბაზო ინფლაციამ ოქტომბერში 4 პროცენტი შეადგინა, სადაც ვაჭრობადი საქონლის ინფლაცია იზრდება და მომსახურების სფეროს მომატებული ინფლაცია ნარჩუნდება. ენერგომატარებლების ფასის ზრდის ეფექტის გალევასთან ერთად ინფლაციის ტემპი შემცირდება, მაგრამ, ახლო მომავალში, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) თარგეთს ზევით შენარჩუნდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე ამა წლის მაისში გაზარდა და მას შემდეგ იგივე დონეზე შეინარჩუნა. თუ ინფლაცია ადრე ნავარაუდევზე მეტად გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იქნება საჭირო ინფლაციის თარგეთთან დასაბრუნებლად. მონეტარული პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ მეორე რაუნდ ის ეფექტები და ინფლაციის მოლოდინები.

საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 2.5 პროცენტამდე შემცირდა, ძლიერი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის ექსპორტის და მთლიანი იმპორტის ნაკლებ ინტენსიური ზრდის გამო. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოსთვის 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რამეთუ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს უცხოური ვალუტის შესაძლებლობისთანავე შესყიდვებს, ძლიერი მიმდინარე ანგარიშის ბალანსის და დიდი ფინანსური შემოდინებების პირობებში. რეზერვების დაგროვებისადმი არსებული მიდგომა შეეფერება გარეშე შოკების მიმართ მედეგობის ზრდის მიზანს და ხელს უწყობს ბაზრის ნდობას და გაცვლითი კურსის მოქნილობას.

ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო გაურკვევლობა მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში ომის განახლებულმა ესკალაციამ შესაძლოა ენერგომატარებლების და სურსათის ფასები გაზარდოს და ტურიზმი შეაფერხოს. შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა განამტკიცოს რეგიონული სტაბილურობა, ნდობა და სავაჭრო პერსპექტივები, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა უკუმიმართულება მისცეს მიგრაციულ და ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ, ინვესტიციების გააქტიურებამ - მათ შორის, უძრავი ქონების მსხვილი პროექტების ფარგლებში, - შესაძლოა მეტად წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა.

ფისკალური პოლ იტიკა კვლავაც გონივრულად იმართება. 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტიმშპ-ს 1½ პროცენტის დონეზე იქნება, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 33 პროცენტამდე დაიკლებს. ბიუჯეტით გათვალისწინებულზე დაბალი დეფიციტი განპირობებულია შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებითა და კაპიტალური ხარჯების აუთვისების დაგვიანებით, ისევე როგორც 2025 წელს, რითაც სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება გვიანდება. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტს მშპ-ს 2,5%-ის ოდენობით და გულისხმობს სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასების და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას. შესყიდვების კონტრაქტების დახვეწა და პროექტების მზაობის უკეთესი მაჩვენებელი ხელს შეუწყობს 2027 წელს კაპიტალური ბიუჯეტის უფრო დროულ შესრულებას, თუმცა განხორციელების რისკები ნარჩუნდება. ენერგომატარებლების გაზრდილი ფასების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს მიზნობრივი, იცავდეს მოწყვლად ოჯახებს და არ გულისხმობდეს ისეთ ფართომასშტაბიან ჩარევებს, რომლებიც გაზრდის ფისკალურ ხარჯებს და შეცვლის ფასების სიგნალს ბაზრისთვის.

საფინანსო სექტორი ჯანსაღია, ბანკები კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, ლიკვიდურობა მაღალია, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც ფინანსური მოწყვლადობის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ყურადღებას საჭიროებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების კუთხით. სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობა და აღსრულება, მათ შორის - ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მყარი დამცავი მექანიზმების განხორციელება.

ბოლო პერიოდის ძლიერ ზრდას თან ახლდა შრომის ბაზრის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა დასაქმების დონე, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ დაბალია, ხოლო ბევრ დასაქმებულს ჯერ კიდევ არ მიუღია სარგებელი უფრო პროდუქტიულ საქმიანობაში ჩართვით.უნარების შეუსაბამობის შემცირება, პროფესიული განათლებისა და დასაქმების სერვისების გაუმჯობესება, უკეთეს სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ზოგადად, რეფორმები, რომლებიც მიმართულია პროდუქტიულობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და კერძო სექტორში პროდუქტიული ინვესტიციების წახალისებისკენ, ხელს შეუწყობს მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლოხანს შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს. ეს ცვლილებები ნერგავენ კოლეგიალურობის პრინციპს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას, აძლიერებენ სებ-ის მმართველი საბჭოს წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმს და საბჭოს წევრობის კვალიფიკაციის კრიტერიუმებს. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს. ამასთან მოვუწოდებთ მიიღონ ზომები, რომ სებ-ის მმართველ საბჭოში არამმართველი წევრების უმრავლესობა მუდმივად იქნას შენარჩუნებული, ადრე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

სახელმწიფო საწარმოების მონიტორინგსა და ფინანსურ ზედამხედველობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე დაყრდნობით, ახლახან მიღებული სახელმწიფო საწარმოების სამოქმედო გეგმა შემდგომი რეფორმების საფუძველს ქმნის. მნიშვნელოვანი იქნება მისი ეფექტიანი განხორციელება. კორპორაციული მართვისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად საჭირო იქნება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ უნდა იმუშოს ფინანსებზე წვდომის კუთხით ბაზრის ხარვეზების შემთხვევებში, და შექმნას ისეთი პირობები, რომ თავი აარიდოს კერძო დაფინანსების ჩანაცვლებას პროექტებში და ფისკალური რისკების შექმნას.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას და ყველა სხვა პარტნიორს გულითადი მასპინძლობისთვის და პროდუქტიული დისკუსიებისთვის. სსფ-ს მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს, ვიცეპრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს. 2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია დაგეგმილია 2027 წლის აპრილში. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა