მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში $342 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

news image
mbc image

საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შუა დერეფნის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჯამში 890 მლნ ლარის (341.9 მლნ აშშ დოლარის) დახარჯვას გეგმავს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წინასწარი პროექტის თანახმად, 2027 წელს ამ მიმართულებით 250 მლნ ლარის (96.0 მლნ აშშ დოლარის), 2028 წელს ასევე 250 მლნ ლარის, 2029 წელს 160 მლნ ლარის (61.5 მლნ აშშ დოლარის), ხოლო 2030 წელს 230 მლნ ლარის (88.4 მლნ აშშ დოლარის) გამოყოფაა დაგეგმილი.

პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს. მისი მიზანია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში საქართველოს სარკინიგზო ქსელის ეფექტიანობის, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობისა და ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა გეგმავს 45 ახალი ძირითადი სატვირთო ლოკომოტივისა და 10 თანამედროვე ელექტრომატარებლის (EMU) შეძენას. ასევე დაგეგმილია ახალი ელექტროქვესადგურის მშენებლობა.

სამგზავრო მატარებლების ეტაპობრივი მიწოდება და ელექტროქვესადგურის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება, ხოლო ახალი სატვირთო ლოკომოტივების მიწოდების დაწყება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ახალი სატვირთო ლოკომოტივების შეძენა მიზნად ისახავს სარკინიგზო გამტარუნარიანობის, საოპერაციო საიმედოობისა და ეფექტიანობის გაზრდას, ასევე საქართველოს რკინიგზის გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას.

აღნიშნული მონაცემები საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წინასწარ ვერსიას ეხება. დოკუმენტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს მის საბოლოო დამტკიცებამდე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა