მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.8
0.0066
flag
AZN 1.5558
-0.0003
flag
CNY 38.967
0.0033
flag
EUR 3.0141
-0.0015
flag
GBP 3.4996
0.0044
flag
KZT 55.31
0.0079
flag
TRY 0.0567
0
flag
USD 2.6444
-0.0009
news banner

საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვა 13.7%-ით გაიზარდა

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა საგრძნობლად გააქტიურდა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1,387,481.0 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,220,363.4 ათასი დოლარი) 13.7%-ით მეტია.

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან თურქეთში განხორციელებულმა ექსპორტმა 225,492.3 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 65.62%-ით არის გაზრდილი. საექსპორტო კალათის სათავეში ნავთობპროდუქტები და ტექსტილის ნაწარმი მოექცა.

TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო თურქეთში ახდენს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 64 241.3 ათასი დოლარი;
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 41 335.1 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 22 262.3 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 13 489.4 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 10 133.6 ათასი დოლარი;

სტაბილური ზრდა ფიქსირდება თურქული პროდუქციის იმპორტშიც. 2026 წლის იანვარ-მაისში თურქეთიდან საქართველოში 1,161,988.7 ათასი დოლარის საქონელი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.17%-ით მეტია.

საიმპორტო სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ნავთობპროდუქტებსა და მედიკამენტებს უჭირავთ, თუმცა ხუთეულში ასევე მნიშვნელოვანი პოზიციები უკავია მეტალურგიულ ნაწარმსა და ავტომობილებს.

TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო თურქეთიდან ახდენს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 84 418.3 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 81 447.2 ათასი დოლარი;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 51 312.7 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 28 570.0 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან​ - 23 149.5 ათასი დოლარი;
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი და ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი არსებობს - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის l უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი

01.07.2026.11:35

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი და ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, - განაცხადა უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა როქსანა ნესორმა თბილისში მიმდინარე ბიზნეს ფორუმთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ ფორმატის ღონისძიებები შესაძლებლობას აძლევს ორივე ქვეყანას, გაცვალოს ინფორმაცია საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობთ, ასეთი ფორმატის ღონისძიებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ თანამშრომლობის პოტენციალი უზბეკეთსა და საქართველოს შორის. ასევე, გავაცნოთ ქართველ პარტნიორებს უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობები. ეს არის საუკეთესო პლატფორმა ინფორმაციის გასაზიარებლად და იმისთვის, რომ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ თანამშრომლობა უზბეკურ კომპანიებთან. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი და ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის“ - განაცხადა როქსანა ნესორმა.

საქართველო - უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. უზბეკეთიდან თბილისშია 60-ზე მეტი კომპანია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა