მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო-უნგრეთის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

news image
mbc image

საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 36 382.5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 9.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, როდესაც ეს რიცხვი 33 258.1 ათას დოლარს უტოლდებოდა.

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან უნგრეთში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა საგრძნობლად, 34.1%-ით გაიზარდა და 1 347.9 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 1 004.9 ათასი დოლარი იყო.

TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო უნგრეთში ახორციელებს:

  • ხელსაწყოები და აპარატურა ავტომატური რეგულირების ან მართვისათვის - 352.5 ათასი დოლარი;
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 217.2 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 182.7 ათასი დოლარი;
  • აპარატურა რადიოლოკაციური, რადიონავიგაციური და დისტანციური მართვისათვის​ - 124.6 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 117.1 ათასი დოლარი;

 

რაც შეეხება უნგრეთიდან პროდუქციის შემოტანას, ზრდა აქაც დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში საქართველომ უნგრეთიდან 35 034.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა, რაც 2025 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით, ანუ 32 253.2 ათას დოლართან შედარებით, 8.6%-ით მეტია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 22 261.3 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 2 136.3 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1 364.3 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 794.7 ათასი დოლარი;
  • შინაური ფრინველი ცოცხალი - 694.1 ათასი დოლარი;
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა