მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 39%-ით არის გაზრდილი

news image

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 39%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 11 963.2 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8 599.6 ათასი დოლარის. საქართველოდან აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი  დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:

  • დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 1 855.2 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 1 749.3 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 1 218.5 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1 162.1 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 1 161.3 ათასი დოლარი;

რაც შეეხება აშშ-დან საქართველოში იმპორტს, კლება 56%-ის დონეზეა. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ აშშ-დან 225 907.9 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 512 483.2 ათასი დოლარის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 196 706.8 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 8 302.8 ათასი დოლარი;
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 1 789.5 ათასი დოლარი;
  • თევზი გაყინული - 1 671.9 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 1 363.2 ათასი დოლარი;
news banner news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შუა დერეფანი ევროპა–აზიის დაკავშირებადობის საკვანძო მარშრუტია, ხოლო საქართველოს გარეშე მისი სრული პოტენციალის რეალიზება პრაქტიკულად შეუძლებელია l თამარ იოსელიანი

24.04.2026.18:40

"შუა დერეფნიდან ევროპისკენ ნებისმიერი ეფექტიანი მარშრუტი საქართველოს გავლით გადის. ეს არის გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული ლოგიკა, რომელიც განსაზღვრავს დერეფნის მუშაობას", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ე.წ. „ტრამპის მარშრუტის" პრაქტიკული რეალიზაციის დაწყებასთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ქვეყანა უკვე ჩამოყალიბებულია მულტიმოდალურ სატრანსპორტო ჰაბად, რომელიც შავი ზღვის პორტებისა და განვითარებადი ინფრასტრუქტურის საშუალებით ევროპასთან ეფექტიან კავშირს უზრუნველყოფს.

„საქართველო უკვე ფუნქციონირებს, როგორც მულტიმოდალური პლატფორმა, სადაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული პორტები, რკინიგზა და საავტომობილო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის პორტები ქმნის სტაბილურ გასასვლელს ევროპულ ბაზრებზე, ხოლო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება მნიშვნელოვნად ზრდის ამ შესაძლებლობას", - აღნიშნავს თამარ იოსელიანი.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველო უკვე არის ოპერაციული კვანძი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების უწყვეტ გადაადგილებას რეგიონებს შორის.

„ჩვენი ქვეყნის როლი არის ძალიან კონკრეტული, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი კავშირი ევროპასა და აზიას შორის, რაც დღეს არის მთავარი კონკურენტული უპირატესობა გლობალურ ლოგისტიკაში. ამ არგუმენტს ამყარებს ევროკომისიის დაკავშირებადობის კვლევა, სადაც ხაზგასმულია, რომ შუა დერეფანი ევროპა–აზიის დასაკავშირებლად აუცილებელია და მისი ფუნქციონირება საქართველოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია", - აცხადებს იოსელიანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა