მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.8
-0.0067
flag
AZN 1.5575
-0.0001
flag
CNY 38.871
-0.0159
flag
EUR 3.0026
-0.0174
flag
GBP 3.4838
-0.0166
flag
KZT 54.41
-0.0006
flag
TRY 0.0569
-0.0001
flag
USD 2.6473
-0.0007
news banner

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 42.8%-ით გაიზარდა

news image
mbc image

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში შემცირდა, რაც ძირითადად აშშ-დან იმპორტის კლებამ განაპირობა. თუმცა, ამავე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი ამერიკულ ბაზარზე.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 844 073.0 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან (1 234 590.6 ათასი დოლარი) შედარებით 31.63%-ით ნაკლებია.

მიუხედავად საერთო ბრუნვის კლებისა, საქართველოდან აშშ-ში განხორციელებული ექსპორტი მნიშვნელოვან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. მიმდინარე წლის 5 თვეში საექსპორტო მაჩვენებელმა 52 640.3 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 42.83%-ით არის გაზრდილი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 24 461.8 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 5 296.1 ათასი დოლარი;
  • დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 4 593.1 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 3 545.1 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 3 236.2 ათასი დოლარი;

ორმხრივი ვაჭრობის შემცირების მთავარი მიზეზი ამერიკული პროდუქციის იმპორტის კლებაა. 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ აშშ-დან 791 432.6 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (1 197 736.0 ათასი დოლარი) 33.92%-ით ნაკლებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 698 126.6 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 28 374.0 ათასი დოლარი;
  • დანარჩენი საქონელი - 11 563.3 ათასი დოლარი;
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 5 433.2 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 3 890.8 ათასი დოლარი;
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

24.06.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6473 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6473 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6480 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0200 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0174 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა