საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 74%-ით გაიზარდა
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ფეროშენადნობების ექსპორტის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 187 198.7 ათასი დოლარის ღირებულების 159 498.1 ტონა ფეროშენადნობი გავიდა ექსპორტზე. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის შვიდ თვეში ქვეყნიდან 74.3%-ით მეტი ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, მოცულობის კუთხით კი ზრდამ 59.65% შეადგინა.
2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ფეროშენადნობების ექსპორტმა 99 907.4 ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 107 395.4 ათასი დოლარი იყო.
2026 წლის იანვარ-ივლისში ქართული ფეროშენადნობების მთავარი მომხმარებელი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, სადაც 32 252.4 ტონა 38 061.8 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახორციელებს:
• აშშ - 32 252.4 ტონა;
• თურქეთი - 26 648.8 ტონა;
• იტალია - 13 709.1 ტონა;
• ნიდერლანდები - 12 967.0 ტონა;
• ალჟირი - 11 250.0 ტონა.
სხვა სიახლეები
ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს | მარიამ ქვრივიშვილი
21.11.2026.12:34
„ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ რეგიონულ ახალ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს საქართველოს, ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ აზერბაიჯანში და საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტი მოხდეს თურქეთში და ევროკავშირის ქვეყნებში", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ვარშავაში განაცხადა, სადაც „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის" (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტრიალში მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებში აქტიურად მონაწილეობს.
„საქართველო განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი თანაპარტნიორი და თანამონაწილე და შემქმნელი მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტისა - მწვანე ენერგეტიკული პროექტი და კაბელი, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი აღნიშნული პროექტითაც განვახორციელოთ ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მინისტერიალის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სტრატეგიულ როლზე და მდებარეობაზე, მათ შორის ენერგეტიკული დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
„ჩვენი ქვეყანა ისტორიულად უზრუნველყოფს, დააკავშიროს ევროპა და აზია. ამ კონტექსტში, ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.