მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.8
0.0023
flag
AZN 1.5583
-0.0011
flag
CNY 39.089
-0.0072
flag
EUR 3.0351
-0.0026
flag
GBP 3.5077
0.0016
flag
KZT 54.39
0.0007
flag
TRY 0.057
-0.0001
flag
USD 2.6487
-0.0018
news banner

საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

news image
mbc image

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ფეროშენადნობების ექსპორტის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. 2026 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 130 880.4 ათასი დოლარის ღირებულების 112 909.8 ტონა ფეროშენადნობი გავიდა ექსპორტზე. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყნიდან 76.98%-ით მეტი ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, მოცულობის კუთხით კი ზრდამ 63.56% შეადგინა.

შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ფეროშენადნობების ექსპორტმა 69 031.4 ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 73 953.2 ათასი დოლარი იყო.

2026 წლის იანვარ-მაისში ქართული ფეროშენადნობების მთავარი მომხმარებელი ამერიკის შეერთებული შტატები გახდა, სადაც 20 752.4 ტონა პროდუქცია გაიყიდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახორციელებს:

  • აშშ - 20 752.4 ტონა;
  • თურქეთი - 19 543.1 ტონა;
  • იტალია - 10 035.0  ტონა;
  • ნიდერლანდები - 8 967.0  ტონა;
  • საბერძნეთი -  7 500.0  ტონა;
  • 7202 ფეროშენადნობები
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადადის

23.06.2026.11:58

საქართველოს მთავრობამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარუდგინა „საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც საფუძველს ქმნის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მართვისა და მოვლა-შენახვის თანამედროვე სისტემის დანერგვისთვის.
ბოლო წლებში საქართველოში მილიარდობით ლარის ინვესტიციით შეიქმნა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა. დღეს თანამედროვე ავტომაგისტრალი წარმოადგენს რთულ საინჟინრო სისტემას, რომელიც მოიცავს გვირაბებს, ხიდებს, უსაფრთხოების და მონიტორინგის სისტემებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ ელემენტებს. ასეთი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირება საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, პრევენციულ მოვლასა და სწრაფ ოპერატიულ რეაგირებას.
სწორედ ამიტომ, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ყველაზე რთული მონაკვეთის - აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის გორი-არგვეთის 105-კილომეტრიანი მონაკვეთის მოვლა-შენახვის ფუნქცია სრულად ან ნაწილობრივ მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით განახორციელოს.
აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 138 ხიდსა და 59 გვირაბს და ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.
ცვლილების მთავარი მიზანია სახელმწიფოს გადასვლა რეაგირების მოდელიდან მართვის მოდელზე. ახალი მიდგომა დაფუძნებული იქნება მაგისტრალის კონკრეტულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული აქტივების მუდმივ მონიტორინგზე, პრევენციულ მოვლასა და მათი სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებაზე.
ახალი მოდელის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე ტექნოლოგიების - GPS, GIS, SCADA და სხვა ციფრული სისტემების დანერგვა, რაც შესაძლებელს გახდის გზების მდგომარეობის რეალურ დროში მონიტორინგს და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებას.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილება, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს კანონით განსაზღვრულ არეალებში უნებართვო საქმიანობის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურებისა და დანაგვიანების ფაქტებზე. აღნიშნული ცვლილება დამატებით გააძლიერებს საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმებს.
რეფორმის შედეგად მოსალოდნელია გზების მოვლა-შენახვის პროცესის ეფექტიანობის ზრდა, მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავარიული რისკების შემცირება, ინფრასტრუქტურის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება, გრძელვადიანი საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია და ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის მდგრადობისა და საიმედოობის ზრდა.
სახელმწიფოს მიერ შექმნილი ოპერატორი ორიენტირებული იქნება მხოლოდ გზების მოვლა-შენახვასა და მართვაზე. მას არ გადაეცემა მშენებლობის, პროექტირების ან ტექნიკური ზედამხედველობის ფუნქციები.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული საგზაო ქსელის საერთო სიგრძე 7087.37 კილომეტრია, საიდანაც 1517.1 კილომეტრი საერთაშორისო მნიშვნელობის გზებია, ხოლო 5570.27 კილომეტრი – შიდასახელმწიფოებრივი. შესაბამისად, 105-კილომეტრიანი მონაკვეთი მთლიანი ქსელის მხოლოდ 1.4 პროცენტს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენ 98.6 პროცენტზე მომსახურებას კვლავ კერძო სექტორი უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაახლოებით 63 მილიონი ლარის საწყისი კაპიტალური ინვესტიცია თანამედროვე ტექნიკის, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური სისტემების შესაქმნელად. ასევე დაგეგმილია 119 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკის შეძენა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების დროსაც იქნება გამოყენებული.
ინიციატივის მიზანია სახელმწიფოს მიერ შექმნილი მილიარდობით ლარის ღირებულების საგზაო აქტივების დაცვა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მრავალი ათწლეულის განმავლობაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა