მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტი 69%-ით არის გაზრდილი

news image
mbc image

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 163 979.8 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 471 994.0 ათას დოლარს შეადგენდა.

საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში პროდუქციის მიწოდებამ ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის 8 თვეში საექსპორტო მაჩვენებელმა 16 769.0 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 69.45%-ით არის გაზრდილი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გაერთიანებულ სამეფოში ყიდის:

• ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა- 4 000.0 ათასი დოლარი;
• ფეროშენადნობები - 3 705.6 ათასი დოლარი;
• მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 1 560.2 ათასი დოლარი;
• რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1 376.9 ათასი დოლარი;
• ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1 324.6 ათასი დოლარი.

რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოდან იმპორტს 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან 147 210.8 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა. ერთი წლით ადრე კი 462 097.8 ათასი დოლარის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გაერთიანებული სამეფოდან ყიდულობს:

• მსუბუქი ავტომობილები - 61 775.6 ათასი დოლარი;
• ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 10 162.4 ათასი დოლარი;
• ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 10 028.2 ათასი დოლარი;
• ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 7 809.0 ათასი დოლარი;
• დანარჩენი საქონელი - 3 644.3 ათასი დოლარი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 25%-ით გაზრდას გეგმავს | ყაზახური მედია

13.10.2026.17:32

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 25%-ით გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოქტომბერში ყაზახეთი მილსადენით 168 ათასი ტონა ნავთობის გადატანას გეგმავს. სექტემბერში ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა 130 ათას ტონას შეადგენდა.

როგორც ყაზახური მედია იუწყება, ნავთობის ძირითადი ნაწილი, 150 ათასი ტონა თენგიზის საბადოდან წამოვა, ხოლო დანარჩენი 18 ათასი ტონა - ყაშაგანის საბადოდან.

ყაზახეთის ეროვნული ოპერატორის „ყაზტრანსოილის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე პორტ აქტაუდან მილსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით 1 მილიონ 164 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც 24%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2026 წელს ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით საერთო ჯამში 1,7 მილიონი ტონა ნავთობის გატარებას გეგმავს. გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1 მილიონ 263 ათას ტონას შეადგენდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა