მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 8%-ით გაიზარდა

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტზე 82 911.5 ათასი დოლარის ღირებულების 122 191 310 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში წყლის ექსპორტი 112 756 026 ლიტრი იყო.

მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები 8.37%-ით არის გაზრდილი. 2025 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან განხორციელებული მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 73 672.2 ათასი დოლარი შეადგინა.

საქართველოში ჩამოსხმული წყლის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, რომელზეც წყლის მთლიანი ექსპორტის 56.23 % მოდის.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო წყლის ექსპორტს ახდენს:

• რუსეთი - 68 703 423 ლიტრი;

• ყაზახეთი - 17 886 557 ლიტრი;

• უკრაინა - 11 680 614 ლიტრი;

• ლიეტუვა (ლიტვა) - 6 281 491 ლიტრი;

• უზბეკეთი - 3 893 848 ლიტრი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის | მარიამ ქვრივიშვილი

09.10.2026.12:06

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, თამარ იოსელიანს და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს.

„ეფექტიანი და კეთილსინდისიერი მართვისთვის განსაკუთრებული მადლობას ეკუთვნის ჩემს მოადგილეს, ქალბატონ თამარ იოსელიანს, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა აბაშიძე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რკინიგზის თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით სექტორი კიდევ უფრო გაძლიერდება და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თქვენი პროფესიონალიზმითა და თავდადებით, საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცებაში", - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა