მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.1
0.0031
flag
AZN 1.5497
-0.0003
flag
CNY 38.876
0.002
flag
EUR 3.0072
0.0046
flag
GBP 3.5275
0.0027
flag
KZT 55.78
-0.0033
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6344
-0.0006
news banner

საქართველოდან პრემიუმ და ლუქს ბრენდებზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა მიწოდება ჯერ ვერ აკმაყოფილებს - ამ მიმართულებას გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - ზუკა თავყელიშვილი

news image
mbc image

ქართველების მიერ საზღვარგარეთ შოპინგზე გაწეული ხარჯები მზარდია და 2025 წელს 3.8 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც ძირითადად ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ნაწილდება. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმრობისას Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა ზუკა თავყელიშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია პრემიუმ და ლუქს ბრენდებზე, თუმცა საქართველოში ამ სეგმენტის მიწოდება ჯერ კიდევ შეზღუდულია, რაც ბაზარზე გაფართოების პოტენციალს ქმნის.

„პირველ რიგში, ამ ყველაფერს, გამოწვევის ნაცვლად, უფრო შესაძლებლობას დავარქმევდი, რაც სცილდება იმის ფარგლებს, რაც მხოლოდ თბილისში ხდება. ჩვენ შევხედეთ, თუ სად იხარჯება საქართველოდან შოპინგზე თანხა საზღვარგარეთ. ამისთვის ორი ძირითადი მიმართულება ავიღეთ: პირველი - საერთაშორისო ელექტრონული კომერცია, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება, ხოლო მეორე, ფიზიკური ვაჭრობა უცხო ქვეყნებში, ანუ როდესაც ვმოგზაურობთ და ამ დროს ვშოპინგობთ. ბოლო სამი წლის მონაცემებით, ეს ხარჯები მზარდია და 2025 წელს 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, სექტორების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდიოდა.

დავინტერესდით, თუ კონკრეტულად რა ბრენდებსა და მაღაზიებში შოპინგობენ ქართველები საქართველოს გარეთ და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ვნახეთ, რომ ამ მაღაზიების ნახევარი ლუქს და პრემიუმ ტიპის ბრენდები იყო, რომელთა უდიდესი ნაწილი საქართველოში, უბრალოდ, არ არის წარმოდგენილი. ადგილობრივ მოლებშიც შევხედეთ მონაცემებს და მათი წილი დაქირავებულ ფართობში მინიმალური აღმოჩნდა. შესაბამისად, ერთ-ერთი ძირითადი მიგნება ის არის, რომ პრემიუმ და ლუქს ბრენდებზე საქართველოდან მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თუმცა, მეორე მხრივ, მიწოდება ამას ჯერჯერობით ვერ პასუხობს. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით სამომავლოდ გაფართოების დიდი პოტენციალი არსებობს“, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი.

შეგახსენებთ, რომ  Galt & Taggart-მა კვლევა „სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს.

„2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის.

მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება.

მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა“, - განმარტებულია Galt & Taggart-მა კვლევაში.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ - თამარ იოსელიანი

16.07.2026.01:00

საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ამ მიმართულებით როგორც აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობს პარტნიორ როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე ქვეყნებთან.

„დეკემბერში დავამატეთ პეკინის მიმართულება, შესაბამისად, Air China-მ დაიწყო პეკინის მიმართულებაზე ფრენა, ასევე მაისის თვიდან China Southern-მა დაიწყო ფრენები პეკინის მიმართულებით. შანხაი ახალი საჰაერო ხაზია, დღეიდან იწყება ფრენები. ივნისის ბოლოს, Norwegian შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად, დანიის დედაქალაქი დაუკავშირდა ჩვენს დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან პოზიტიურია ჩვენი საავიაციო სექტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებაც ამოქმედდა და ეს ყველაფერი, ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ გავზრდით როგორც ავიაკომპანიების ციფრს, ასევე საჰაერო ხაზების მიმართულებებსაც", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე140-მდე საერთაშორისო საჰაერო ხაზზე 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა