საქართველოდან საბერძნეთში ექსპორტი 109%-იან ზრდას აჩვენებს
საქართველოდან საბერძნეთში ექსპორტი 109%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წელს საქართველოდან საბერძნეთში 28 775.2 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნა, 2024 წელს კი 13 782.9 ათასი დოლარის.
საქართველოდან საბერძნეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია. მასზე მთელი ექსპორტის 50%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საბერძნეთში ყიდის:
აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდეგ საბერძნეთში ექსპორტმა ზრდა დაიწყო, ხოლო 2025 წელს ამ რიცხვებმა უკვე რეკორდულს მაჩვენებლებს მიაღწია.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო დარიჩინს ყიდულობს
20.10.2026.12:30
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის 9 თვეში საქართველომ 98.2 ათასი დოლარის ღირებულების 29.0 ტონა დარიჩინი იყიდა. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში კი 26.7 ტონა. ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში დარიჩინის იმპორტი 8.61%-ითაა გაზრდილი.
საქართველოში იმპორტირებული დარიჩინის უმეტესი წილი ვიეტნამიდან შემოდის. მთლიანობაში კი დარიჩინის იმპორტი 17 ბაზრიდან ხდება.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო დარიჩინს ყიდულობს:
• ვიეტნამი - 21.4 ტონა
• ბულგარეთი - 4.5 ტონა
• უკრაინა - 1.6 ტონა
• ეგვიპტე - 0.5 ტონა
• თურქეთი - 0.3 ტონა