საქართველოდან თხილის ექსპორტი 30%-ით არის გაზრდილი
საქართველოდან თხილის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ ექსპორტზე 59 042.9 ათასი დოლარის ღირებულების 7 883.8 ტონა თხილი გაიტანა. მაშინ როდესაც 2024 წლის რვა თვეში ექსპორტი 6 062.8 ტონა შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოდან თხილის ექსპორტი 30%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში მოყვანილი თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.
TOP 5 ქვეყანა, რასაც საქართველო თხილს ყიდის:
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 17 722.2 ტონა თხილი გაიტანა, 2023 წელს კი 18 802.0 ტონა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება - თორნიკე სულაბერიძე
20.07.2026.21:41
„ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება",- ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ქართველი მწარმოებლები 2026 წლის განმავლობაში 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იქნებიან წარდგენილნი.
„წლის განმავლობაში განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა, მათ შორის 10-მდე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და გვყავდა 100-მდე ექსპორტიორი კომპანია წაყვანილი. ჩვენ ასევე მიმდინარე წელს ვგეგმავთ რამდენიმე მსხვილ გამოფენას. წლის განმავლობაში 20-მდე გამოფენაზე მივიღებთ მონაწილეობას და დაახლოებით 300-მდე ექსპორტიორ კომპანიას წავიყვანთ გამოფენებზე“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა - 3,876.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით გაიზარდა და მოცულობა 2,391.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.