მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.1
-0.0019
flag
AZN 1.5639
-0.0007
flag
CNY 39.223
-0.0007
flag
EUR 3.0646
-0.0077
flag
GBP 3.5514
-0.0105
flag
KZT 54.39
-0.001
flag
TRY 0.0576
0
flag
USD 2.6586
-0.0007
news banner

საქართველოდან ცემენტის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

news image
mbc image

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში ცემენტის საგარეო ვაჭრობის ტენდენცია მნიშვნელოვნად შეიცვალა - დაფიქსირდა იმპორტის კლება, რის პარალელურადაც ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 19 467.2 ათასი დოლარის ღირებულების 266 256.2 ტონა ცემენტის იმპორტი განახორციელა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო და 24 395.2 ათას დოლარს (334 673.1 ტონა) შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ცემენტის იმპორტი როგორც ღირებულებით ნაწილში (20.2%-ით), ისე მოცულობებში (20.4%-ით) შემცირდა.

საიმპორტო მოთხოვნის კლების ფონზე, საანგარიშო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდა ქართული ცემენტის გატანა უცხოურ ბაზრებზე. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 883.2 ათასი ადოლარის ღირებულების 11 066.6 ტონა ცემენტის ექსპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება 2025 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებს, როდესაც ქვეყნიდან მხოლოდ 240.9 ათასი დოლარის ღირებულების 2 372.4 ტონა პროდუქცია გავიდა. შესაბამისად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 266.6%-ით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზებული პროდუქციის მოცულობა თითქმის ხუთჯერ (366.5%-ით) გაფართოვდა.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ცემენტის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

12.06.2026.15:00

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში ცემენტის საგარეო ვაჭრობის ტენდენცია მნიშვნელოვნად შეიცვალა - დაფიქსირდა იმპორტის კლება, რის პარალელურადაც ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 19 467.2 ათასი დოლარის ღირებულების 266 256.2 ტონა ცემენტის იმპორტი განახორციელა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო და 24 395.2 ათას დოლარს (334 673.1 ტონა) შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ცემენტის იმპორტი როგორც ღირებულებით ნაწილში (20.2%-ით), ისე მოცულობებში (20.4%-ით) შემცირდა.

საიმპორტო მოთხოვნის კლების ფონზე, საანგარიშო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდა ქართული ცემენტის გატანა უცხოურ ბაზრებზე. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 883.2 ათასი ადოლარის ღირებულების 11 066.6 ტონა ცემენტის ექსპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება 2025 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებს, როდესაც ქვეყნიდან მხოლოდ 240.9 ათასი დოლარის ღირებულების 2 372.4 ტონა პროდუქცია გავიდა. შესაბამისად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 266.6%-ით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზებული პროდუქციის მოცულობა თითქმის ხუთჯერ (366.5%-ით) გაფართოვდა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა