საქართველომ ევროკავშირში ექსპორტი თითქმის 17%-ით გაზარდა
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში 216 237.9 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 185 202.5 ათასი დოლარის დონეზე იყო.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 16.8%-ით გაიზარდა.
2026 წლის სამი თვის სტატისტიკით, საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია.
TOP 5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში ყიდის:
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
27.10.2026.17:05
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8943 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5960 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5960 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5966 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8943 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა.