მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო", - ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე, ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ინდექსის (ანგარიშის) ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის რეიტინგთან დაკავშირებით აკეთებს.

აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ვახტანგ ცინცაძის განმარტებით, ეს, ერთი მხრივ, განპირობებულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს, მეორე მხრივ, იმ მიმზიდველი რეგულირების ჩარჩოთი, რაც ქვეყანაში მოქმედებს და ხელს უწყობს როგორც ინვესტიციების შემოდინებას, ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარებას და კერძო სექტორის სწრაფ გაფართოებას.

„უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არის მინიმალური ბიუროკრატია, ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი და ზოგადად ეფექტიანი მარეგულირებელი ჩარჩო. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორის შედეგებზე და შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია. რეკორდულია, ფაქტობრივად, ბიზნეს სექტორი ყველა მიმართულებით როგორც გამოშვების, ისე ბრუნვის მაჩვენებლებით.

გლობალურად ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული ასევე გავლენას ახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოში 31-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

14.08.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0233 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6171 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0233 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0191 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა