მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი l მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება

„დღეს მსოფლიოში დინამიურად ცვალებადი გარემოა. ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკა განსაზღვრავს სახელმწიფოების, სექტორებისა და ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას. ასეთ პირობებში საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ამ ხედვის განხორციელებას სჭირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ძლიერი საგანმანათლებლო გარემო, სახელმწიფო მხარდაჭერა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა. მინისტრის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს - მარიამ ქვრივიშვილი

24.07.2026.22:13

„ჩვენი მიზანია, საქართველო რეგიონში ინოვაციისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისას, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ობიექტი პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იქმნება ხელსაყრელი პირობები, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს.

„ვქმნით კონკურენტულ ბიზნესგარემოს, ვაძლიერებთ ადამიანურ კაპიტალს, ხელს ვუწყობთ სტარტაპებს, ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს"- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და მის ხელმძღვანელს, მოადგილეს ირაკლი ნადარეიშვილს, რომელიც აღნიშნულ მიმართულებას კურირებს, პროექტში ჩართულ ყველა უწყებას, სპეციალისტს, მშენებელს, ინჟინერსა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერითაც ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ხვალინდელი დღიდან მზად ვართ ამ სივრცეში ვუმასპინძლოთ ყველა ადამიანს, ადგილობრივ მოსახლეობას, სტუდენტებს, მოსწავლეებს, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ საერთაშორისო სტუმრებს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა