მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

საქართველოს ავიაბაზარზე Etihad Airways-ის შემოსვლა ნიშნავს ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს - ლევან მოსეშვილი

news image

საქართველოს ავიაბაზარზე Etihad Airways-ის შემოსვლა ნიშნავს ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი. მისივე განმარტებით, ყურის ქვეყნები საქართველოსთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად მზარდია.

„Etihad Airways არის სრული სერვისის მქონე მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის. ავიაკომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოებით. მისი შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს. ავიაკომპანია 2026 წლის მარტიდან ყოველდღიურად შეასრულებს ფრენებს თბილისსა და აბუდაბის შორის. რაც კიდევ უფრო დადებითად აისახება საქართველოში ყურის ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებზე, რომლებიც მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან“,- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია Etihad Airways საქართველოს ავიაბაზარს 2026 წლის მარტიდან შემოუერთდება.  აბუ დაბი-თბილისი-აბუ დაბის მიმართულებით ფრენები ყოველდღიურად შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. https://digital.etihad.com/book/cart-new/upsell/0/upsell

ცნობისათვის, 2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ყურის ქეყნებიდან საქართველოს 500 ათასამდე მგზავრი ეწვია. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 %-იანი მატებაა.
Skytrax-ის მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლაგმანი Etihad Airways 2025 წლის რეიტინგში მსოფლიოს Top 20 საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის მოხვდა, Travel + Leisure-ის მიხედვით კი მე-9 ადგილზე. სხვადასხვა გამოკითხვებით ავიაკომპანია უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში მეხუთე ავიაკომპანიად დასახელდა.

 
news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ნათია თურნავამ კომერციულ ბანკებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

22.05.2026.18:13

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული. 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა 20-მდე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, რომელიც საბანკო ასოციაციამ ბანკებთან კონსულტაციის შედეგად მოამზადა. მათ შორის საუბარი შეეხო საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს. 

ნათია თურნავას განცხადებით, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს სებ-სა და ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინირებასა და არსებულ გამოწვევებზე სწრაფ რეაგირებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მომხმარებელზე. 

საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას კომერციულ ბანკებთან ერთად, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ასევე ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა