საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს და სრულიად საქართველოს ულოცავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს.
ეს დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივით დაწესდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეგვახსენებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებზეც დგას თითოეული ადამიანის, საზოგადოების და სახელმწიფოს სიმტკიცე, სტაბილურობა და განვითარება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს გაერთიანებისთვის, ოჯახი წარმოადგენს არა მხოლოდ სოციალურ, არამედ ეკონომიკური მდგრადობის მნიშვნელოვან საფუძველს. ჯანსაღი, მყარი და დაცული ოჯახური გარემო პირდაპირ აისახება საზოგადოების კეთილდღეობაზე, შრომის პროდუქტიულობაზე, პროფესიულ მოტივაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზე.
„ოჯახი არის ის მთავარი სივრცე, სადაც ყალიბდება მომავალი თაობის ღირებულებები, ენერგია და პასუხისმგებლობა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ძლიერი საზოგადოებისა და წარმატებული ეკონომიკის საფუძველი სწორედ ძლიერი და ჯანსაღი ოჯახია.
ამ ღირებულებების გათვალისწინებით, ქართული ბიზნესი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებას, სოციალური სტაბილურობის განმტკიცებასა და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას,“ ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
აშშ გაეროს მიმართ არსებული დავალიანების დასაფარად $725 მილიონის გადახდას გეგმავს
25.08.2026.19:00
ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ გაეროსთვის 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს. დახმარების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ამ ნაბიჯს მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ეს გაეროსთვის გადასახდელი მილიარდობით დოლარის დავალიანების დაფარვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ტრამპის ადმინისტრაციას გაერო არაერთხელ გაუკრიტიკებია იმის გამო, რომ ორგანიზაცია საკუთარ პოტენციალს სათანადოდ ვერ იყენებს, და მან გაეროს მრავალი სააგენტოს დაფინანსება მნიშვნელოვნად შეამცირა. დაგეგმილ გადახდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადახდა ორგანიზაციის მიერ რეფორმების გაგრძელებაზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, პარასკევის მდგომარეობით, აშშ-ს თანხა ჯერ არ გადაურიცხავს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მიმდინარე წელს განაცხადა, რომ წევრი სახელმწიფოების მიერ გადასახდელი შენატანების გადაუხდელობის გამო გაერო „ფინანსური კოლაფსის გარდაუვალი საფრთხის“ წინაშე დგას. ამის ფონზე ორგანიზაციამ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირებები განახორციელა.