მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალი ზრდის ტემპს - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალი ზრდის ტემპს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

„ნამდვილად, საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს მაღალი ზრდის ტემპს და იანვარ-აგვისტოს მონაცემებს თუ მოვიყვანთ, 7.6% შეადგინა აღნიშნულმა ზრდამ. ამას ასევე ამყარებს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ანგარიშებიც და, შესაბამისად, მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, პროგნოზი 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 5%-დან 7%-მდე.

აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უნდა ითქვას, რომ 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სექტორი დაახლოებით 19%-ით გაიზარდა და, ზოგადად, მთლიან შიდა პროდუქტში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს 6%-იანი წილი უკავია.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება და, ზოგადად, მსგავსი ტიპის ტენდენციის შენარჩუნება, რაც, რა თქმა უნდა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შედეგია.

ზოგადად, ჩვენი მიდგომა სატრანსპორტო სექტორის მიმართ არის ის, რომ ჩვენ ვავითარებთ როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე შესაბამის სერვისებს. გვაქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი. ეს მოიცავს ყველა ტიპის ტრანსპორტს, როგორც ავიაციას, ასევე საავტომობილო, სახმელეთო-სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს.

ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის ის ანგარიში, რომელიც თქვენ აღნიშნეთ შუა დერეფანთან დაკავშირებით, სწორედ ამ პროექტების ერთობლიობას გულისხმობს. მსოფლიო ბანკის ანგარიშშიც აღნიშნულია 16 უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელთაგან 12 უკვე დაწყებულია.

მსოფლიო ბანკი იმასაც აღნიშნავს, რომ 2040 წლისთვის დერეფანში ტვირთბრუნვა დაახლოებით ოთხჯერ გაიზრდება. ქვეყნის ტვირთის გადაზიდვის დრო დაახლოებით ორი მესამედით შემცირდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც შუა დერეფნის მასპინძელი ქვეყნებისთვის დაახლოებით 2 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ამ ანგარიშით ასევე დაანონსებულია დამატებითი ეკონომიკური ზრდა მასპინძელ ქვეყნებში დაახლოებით 3,3%, ხოლო საქართველოში 3,6%.

ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამ მიმართულებითაა მიმართული. სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეზობელ ქვეყნებსა და შუა დერეფნის მასპინძელ ქვეყნებთან სრული კოორდინაციით ვმუშაობთ. საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც ყველა სატრანსპორტო სექტორის მიმართულებით ვახორციელებთ, თანხვედრაშია ამ მიზანთან, რათა ერთმანეთისთვის გამოწვევებად არ დავრჩეთ.

ამისთვის ვითარდება როგორც საქართველოს რკინიგზა იცით, რომ საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება მიმდინარეობს, ასევე საქართველოს აეროპორტები, სადაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურას ვაფართოებთ და მომდევნო ორი წლის განმავლობაში მგზავრთა გამტარუნარიანობას 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გავზრდით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვასრულებთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას და ასევე ვავითარებთ ტერმინალის ინფრასტრუქტურას.

საზღვაო ნავსადგურებშიც, რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან ვთანამშრომლობთ, რათა გავზარდოთ გამტარუნარიანობა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური კი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შავი ზღვის რეგიონისა და შუა დერეფნის ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანი პროექტია“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „ლენდლორდის“ მოდელი მსოფლიოში ყველაზე მეტად აპრობირებულია - ნავსადგურების დაახლოებით 80% მსგავსი მოდელით არის განვითარებული | თამარ იოსელიანი

09.10.2026.10:37

„ლენდლორდის“ მოდელი მსოფლიოში ყველაზე მეტად აპრობირებულია - ნავსადგურების დაახლოებით 80% მსგავსი მოდელით არის განვითარებული, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია. „ლენდლორდის“ მოდელი გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, შესაბამისად, მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები, რომლებიც შეძლებენ ტვირთის მოზიდვას, შესაბამისი გამოცდილებისა და, რა თქმა უნდა, ინვესტიციების შემოტანას.

აქ ჩვენ ვაბალანსებთ როგორც კერძო სექტორის, ასევე საჯარო ინტერესებს. ჩვენთვის ეს მოდელი არის ის მიდგომა, რომლითაც განვავითარებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად სწორედ ეს მოდელია აპრობირებული - ნავსადგურების დაახლოებით 80% მსგავსი მოდელით არის განვითარებული.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე გადავაწყვეთ მთელი პროცესი აღნიშნული მოდელით განვითარებაზე. ახლა, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო მოედანზე მიმდინარეობს მშენებლობა. ბელგიური კომპანია, რომელიც დიდ ოთხეულში შედის, ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, რათა აშენდეს 1 400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი და დაღრმავდეს შესაბამისი აკვატორია 17,5 მეტრამდე, იმისათვის, რომ შევძლოთ ღრმაწყლოვანი და მსხვილტონაჟიანი გემების მიღება.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ. სულ გუშინ გამოცხადდა ბაზრის კვლევა რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა თვის ბოლომდე გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ფარგლებშია დაგეგმილი.

შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს აქტიურად ვახორციელებთ. რკინიგზამ პროექტირება დაასრულა და ჩვენ უკვე სამშენებლო პროცესზე გადავდივართ. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ანაკლია სატრანსპორტო ქსელებს დაუკავშირდეს.

ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, საავტომობილო ტრანსპორტის კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა. ასევე ვგეგმავთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას, რათა შეიქმნას ის ეკოსისტემა, რომელიც აუცილებელია სატრანსპორტო ჰაბისთვის“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა