საქართველოს ეკონომიკა ხდება მაქსიმალურად ინკლუზიური და ხელმისაწვდომი მოსახლეობის ფართო ფენებისათვის - მიხეილ დუნდუა
საქართველოს ეკონომიკა ხდება მაქსიმალურად ინკლუზიური და ხელმისაწვდომი მოსახლეობის ფართო ფენებისათვის, - ამის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინკლუზიური ეკონომიკა, კარგად აღნიშნეთ თქვენ, ნიშნავს, რომ კეთილდღეობის მაქსიმალურ გადანაწილებას, რომ სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლები შემცირდეს და თანასწორობის მისაღები დონე იყოს დაფიქსირებული.
ჩვენ, მაგალითად, ამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ე.წ. ჯინის [კოეფიციენტი], რომელიც პასუხისმგებელია, სწორად ასახავს სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლებს და მნიშვნელოვნად არის ეს პარამეტრი გაუმჯობესებული.
პროგნოზები მსოფლიო ბანკის სიღარიბის შემცირებასთან დაკავშირებით არის კეთილსაიმედო, აბსოლუტურად, და ჩვენ ახლა უკვე ველოდებით შემოდგომაზე ახალი პროგნოზის გამოქვეყნებას ამ თვალსაზრისით.
2028 წლისთვის მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი სიღარიბის დონე თავისი კლასიკური მაჩვენებლებით და 2030 წლისთვის უნდა იყოს აბსოლუტური ნული სიღარიბის დონე საქართველოში, გაზომვადი თვალსაზრისით.
ასე რომ, როდესაც სიღარიბის შემცირებას ასეთი მაღალი ტემპებით, ასეთი ძლიერი ტემპებით პროგნოზირებენ საერთაშორისო ინსტიტუტები და ვაჩვენებთ კიდევაც ასეთ ტემპებს მიმდინარე პროცესში, ბუნებრივია, ეკონომიკა ხდება მაქსიმალურად ინკლუზიური და ხელმისაწვდომი მოსახლეობის ფართო ფენებისათვის“, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.
სხვა სიახლეები
2026 წლის აგვისტოში ჰიდროგენერაცია 4.9%-ით გაიზარდა და 1.0 ტვტ.სთ შეადგინა | Galt & Taggart
02.10.2026.11:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.