მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7164.2
-0.0038
flag
AZN 1.5322
-0.0002
flag
CNY 38.832
-0.0018
flag
EUR 2.9407
-0.0169
flag
GBP 3.4425
-0.0199
flag
KZT 58.75
-0.0049
flag
TRY 0.0531
0
flag
USD 2.6042
-0.0005
news banner

საქართველოს ეკონომიკა მდგრადია - საერთაშორისო ინსტიტუტები ამას  აფიქსირებენ | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკა მდგრადია - საერთაშორისო ინსტიტუტები ამას აფიქსირებენ“, - ამის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„საქართველოს ეკონომიკა მდგრადია. საერთაშორისო ინსტიტუტები ამას აფიქსირებენ, სარეიტინგო კომპანიები კი აღნიშნავენ. მაგალითად, Standard & Poor’s (S&P)-მა პროგნოზი პოზიტიური მიმართულებით შეცვალა. იგივე გააკეთეს სხვა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმაც.

სხვათა შორის, წელს გამოქვეყნდა ევროკავშირის ევროპარლამენტის კვლევითი ცენტრის ნაშრომი, რომელშიც ეკონომიკური კრიზისებისადმი მდგრადობის კუთხით საქართველო მეორე ადგილზეა. ევროპარლამენტის კვლევის მიხედვით, საქართველო კრიზისებისა და გლობალური გამოწვევებისადმი მდგრადობით გამორჩეული ქვეყანაა. სხვა გამოსავალი და ანალიზის სხვა საფუძველი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ვაღიაროთ: საქართველო გამორჩეული ქვეყანაა ამ მიმართულებით.

ამის მიზეზია ქვეყანაში გატარებული სწორი და წინდახედული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მაღალ ეკონომიკურ ზრდასაც უზრუნველყოფს და ისეთი პარამეტრების გაუმჯობესებასაც, როგორიცაა, მაგალითად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და სავაჭრო ბალანსი.

დღეისათვის ჩვენ დეფიციტური ეკონომიკა ვართ მთლიანი შიდა პროდუქტის ანალიზის თვალსაზრისით, რადგან წმინდა ექსპორტი უარყოფითია - მთლიანობაში იმპორტი ექსპორტს აღემატება. დეფიციტურია, მაგალითად, მთლიანი ეროვნული შემოსავლის თვალსაზრისითაც. მიმდინარე ანგარიშის მაჩვენებელიც დეფიციტურია.

თუმცა აქ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ წლიდან წლამდე ამ მაჩვენებლებს ვაუმჯობესებთ. შარშან, მაგალითად, ნახევარწლიანი პერიოდის, მეორე-მესამე კვარტლების ჯამში, სავაჭრო ბალანსის თვალსაზრისით პროფიციტი გვქონდა, ასევე პროფიციტული იყო მიმდინარე ანგარიშის ბალანსი.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი რომ გაიგოს მაყურებელმა, ეს არის სხვაობა ქვეყნის ეროვნულ შემოსავლებსა და გასავლებს შორის. თუ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, ამ დროს დეფიციტია. როცა პირიქით, უფრო მეტი შემოდის, ვიდრე გადის, ეს პროფიციტია.

წარმოვიდგინოთ ავზი, რომელსაც აქვს ნახვრეტი, საიდანაც წყალი მუდმივად ჟონავს. ან ეს ნახვრეტი უნდა ამოივსოს, ან ავზს მუდმივად უნდა დაემატოს წყალი, რომ წყლის დონე შენარჩუნდეს. ასე შეიძლება ფიგურალურად შევადაროთ ეკონომიკა დეფიციტურ და პროფიციტულ პროცესებს.

როდესაც ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ თვისობრივი გაუმჯობესებაც ანუ თანდათანობით მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სავაჭრო დეფიციტი და მომსახურების ექსპორტსა და იმპორტს შორის უარყოფითი სალდო - ეს მიუთითებს, რომ ქვეყანა თვისობრივადაც უმჯობესდება. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდასთან, არამედ იმასთანაც, რომ სხვა ტიპის ეკონომიკა ყალიბდება.

შარშანდელ მონაცემებს თუ დავაკვირდებით, ნახევარწლიანი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი გვქონდა. პროცესები ისე ვითარდება, რომ რამდენიმე წელიწადში სამი კვარტლის ჯამურად მაინც გვექნება პროფიციტი, კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ კი უკვე პროფიციტული ეკონომიკა გავხდებით.

თუ მოვლენათა განვითარებას დავაკვირდებით, როგორც დღეს მიმდინარეობს პროცესები, 2030 წლისთვის პროფიციტული ეკონომიკა უნდა გავხდეთ. შეიძლება გავხდეთ კიდეც პროფიციტული ეკონომიკა. თუმცა, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბანკის სტანდარტის მიხედვით, მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის სტატუსს მივაღწევთ, რადგან ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება ამერიკულ დოლარში.

წელსაც ჩვენი ეკონომიკა ამერიკულ დოლარში ორნიშნა ტემპით გაიზრდება - ასეთი პერსპექტივა აქვს როგორც ვალუტის კურსს, ისე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. ყველა ვარიანტში, ამერიკულ დოლარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა იქნება, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ისეთი მაღალი შემოსავალი ექნება, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად და განვითარების ახალი ფაზის დასაწყება“, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ევროპარლამენტის კვლევის მიხედვით, საქართველო კრიზისებისა და გლობალური გამოწვევებისადმი მდგრადობით გამორჩეული ქვეყანაა - მიხეილ დუნდუა

02.10.2026.10:22

ევროპარლამენტის კვლევის მიხედვით, საქართველო კრიზისებისა და გლობალური გამოწვევებისადმი მდგრადობით გამორჩეული ქვეყანაა, - ამის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„საქართველოს ეკონომიკა მდგრადია. საერთაშორისო ინსტიტუტები ამას აფიქსირებენ, სარეიტინგო კომპანიები კი აღნიშნავენ. მაგალითად, Standard & Poor’s (S&P)-მა პროგნოზი პოზიტიური მიმართულებით შეცვალა. იგივე გააკეთეს სხვა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმაც.

სხვათა შორის, წელს გამოქვეყნდა ევროკავშირის ევროპარლამენტის კვლევითი ცენტრის ნაშრომი, რომელშიც ეკონომიკური კრიზისებისადმი მდგრადობის კუთხით საქართველო მეორე ადგილზეა. ევროპარლამენტის კვლევის მიხედვით, საქართველო კრიზისებისა და გლობალური გამოწვევებისადმი მდგრადობით გამორჩეული ქვეყანაა. სხვა გამოსავალი და ანალიზის სხვა საფუძველი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ვაღიაროთ: საქართველო გამორჩეული ქვეყანაა ამ მიმართულებით.

ამის მიზეზია ქვეყანაში გატარებული სწორი და წინდახედული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მაღალ ეკონომიკურ ზრდასაც უზრუნველყოფს და ისეთი პარამეტრების გაუმჯობესებასაც, როგორიცაა, მაგალითად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და სავაჭრო ბალანსი.

დღეისათვის ჩვენ დეფიციტური ეკონომიკა ვართ მთლიანი შიდა პროდუქტის ანალიზის თვალსაზრისით, რადგან წმინდა ექსპორტი უარყოფითია - მთლიანობაში იმპორტი ექსპორტს აღემატება. დეფიციტურია, მაგალითად, მთლიანი ეროვნული შემოსავლის თვალსაზრისითაც. მიმდინარე ანგარიშის მაჩვენებელიც დეფიციტურია.

თუმცა აქ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ წლიდან წლამდე ამ მაჩვენებლებს ვაუმჯობესებთ. შარშან, მაგალითად, ნახევარწლიანი პერიოდის, მეორე-მესამე კვარტლების ჯამში, სავაჭრო ბალანსის თვალსაზრისით პროფიციტი გვქონდა, ასევე პროფიციტული იყო მიმდინარე ანგარიშის ბალანსი.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი რომ გაიგოს მაყურებელმა, ეს არის სხვაობა ქვეყნის ეროვნულ შემოსავლებსა და გასავლებს შორის. თუ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, ამ დროს დეფიციტია. როცა პირიქით, უფრო მეტი შემოდის, ვიდრე გადის, ეს პროფიციტია.

წარმოვიდგინოთ ავზი, რომელსაც აქვს ნახვრეტი, საიდანაც წყალი მუდმივად ჟონავს. ან ეს ნახვრეტი უნდა ამოივსოს, ან ავზს მუდმივად უნდა დაემატოს წყალი, რომ წყლის დონე შენარჩუნდეს. ასე შეიძლება ფიგურალურად შევადაროთ ეკონომიკა დეფიციტურ და პროფიციტულ პროცესებს.

როდესაც ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ თვისობრივი გაუმჯობესებაც ანუ თანდათანობით მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სავაჭრო დეფიციტი და მომსახურების ექსპორტსა და იმპორტს შორის უარყოფითი სალდო - ეს მიუთითებს, რომ ქვეყანა თვისობრივადაც უმჯობესდება. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდასთან, არამედ იმასთანაც, რომ სხვა ტიპის ეკონომიკა ყალიბდება.

შარშანდელ მონაცემებს თუ დავაკვირდებით, ნახევარწლიანი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი გვქონდა. პროცესები ისე ვითარდება, რომ რამდენიმე წელიწადში სამი კვარტლის ჯამურად მაინც გვექნება პროფიციტი, კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ კი უკვე პროფიციტული ეკონომიკა გავხდებით.

თუ მოვლენათა განვითარებას დავაკვირდებით, როგორც დღეს მიმდინარეობს პროცესები, 2030 წლისთვის პროფიციტული ეკონომიკა უნდა გავხდეთ. შეიძლება გავხდეთ კიდეც პროფიციტული ეკონომიკა. თუმცა, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბანკის სტანდარტის მიხედვით, მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის სტატუსს მივაღწევთ, რადგან ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება ამერიკულ დოლარში.

წელსაც ჩვენი ეკონომიკა ამერიკულ დოლარში ორნიშნა ტემპით გაიზრდება - ასეთი პერსპექტივა აქვს როგორც ვალუტის კურსს, ისე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. ყველა ვარიანტში, ამერიკულ დოლარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა იქნება, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ისეთი მაღალი შემოსავალი ექნება, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად და განვითარების ახალი ფაზის დასაწყება“, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა