საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და საერთაშორისო რეზერვების დაგროვება ადასტურებს - მარნიქს ვან რეი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ალტერნატიული დირექტორის, მარნიქს ვან რეის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება, საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ადასტურებს.
ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მარნიქს ვან რეიმ, ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე, ენერგომატარებლების მაღალ ფასზე, ინფლაციურ ზეწოლასა და უკრაინის ომის გავლენაზე.
„მსოფლიო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშეა. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, მიიღოს ტექნიკური დახმარება. ამ ეტაპზე ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება, თუმცა პოტენციალის განვითარებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან.
მარნიქს ვან რეიმ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მონაწილეობას ცენტრალური ბანკების მმართველების დისკუსიაში და აღნიშნა, რომ ნათია თურნავა შეხვედრაზე სიტყვით გამოვა.
ტაილანდში, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართეს ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან და სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან.
სხვა სიახლეები

15.10.2026.13:15