საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა, მიუხედავად გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და ენერგორესურსებზე ფასების მატებისა | Fitch Ratings
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. აღნიშნულის შესახებ სარეიტინგო სააგენტო გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს.
სარეიტინგო პერსპექტივის გაუმჯობესება ასახავს საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვან ზრდას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრადი შემცირების პერსპექტივასა და ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს.
,,2026 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს, 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოს არსებულ დონეს 2 მილიარდი აშშ დოლარით აღემატება. საერთაშორისო რეზერვების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, კაპიტალის შემოდინება, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და ნდობის გაუმჯობესება, რამაც საქართველოს რეზიდენტების მხრიდან ლარში დენომინირებულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია", - წერს Fitch-ი.
სხვა სიახლეები
Fitch-ის მიერ შეფასებულ ქვეყნებს შორის საქართველო ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა
31.10.2026.08:00