საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს, ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის და ეს ტენდენცია მზარდია - მარიამ ქვრივიშვილი
„საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის.
„2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ, წლიურად 9.3%-ით იზრდებოდა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მოცულობა გაორმაგდა და 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 38 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასევე რეკორდულ, 10 300 დოლარამდე გაიზარდა. 2021 წლიდან დღემდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც საქართველოსთვის ასევე ისტორიული მაჩვენებელია. საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს. ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15 პროცენტზე მეტი მოდის და ეს ტენდენცია მზარდია", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მისი თქმით, Trump Tower Tbilisi-ის პროექტი სწორედ ამ ზრდის ახალი ეტაპია.
სხვა სიახლეები
საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 60%-ით გაიზარდა
08.10.2026.13:00
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 219 010.1 ათასი დოლარის ღირებულების 184 914.9 ტონა ფეროშენადნობი გავიდა ექსპორტზე, რაც ნიშნავს, იმას რომ მიმდინარე წლის რვა თვეში ქვეყნიდან 59.74%-ით მეტი ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, მოცულობის კუთხით კი ზრდამ 46.32% შეადგინა.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ფეროშენადნობების მთავარი მომხმარებელი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, სადაც 32 279.4 ტონა 38 108.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახორციელებს:
• აშშ - 32 279.4 ტონა;
• თურქეთი - 31 320.6 ტონა;
• ალჟირი - 15 000.0 ტონა;
• იტალია - 13 709.1 ტონა;
• ირანი - 13 412.8 ტონა;