მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას გადაცემაში "იმედი ლაივი" განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ის ყველა ინსტრუმენტი, ყველა პროგრამა, რომელიც დღეს არსებობს, არათუ ნარჩუნდება, არამედ ფართოვდება.

„მანდატი მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ფართო გაგებით ეკონომიკის მხარდაჭერაზე. ეს გულისხმობს აბსოლუტურად ახალ დამატებით ინსტრუმენტებს, ვინაიდან შევდივართ სპეციალიზებულ სექტორებში, სადაც მანამდე სააგენტო არ იყო წარმოდგენილი", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, ასევე არის ახალი სექტორები, ახალი დარგები, სადაც კორპორაცია თავის საქმიანობას განახორციელებს.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული ბანკი პარლამენტთან ერთად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში, არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა. ესეც არის უპირველესი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დივერსიფიკაცია მოხდეს ქვეყანაში და არ ვიყოთ მხოლოდ საბანკო სექტორში კონცენტრირებული და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.

„აწარმოე საქართველოში" ცოტა ხნის წინ გახდა სწორედ ის ინსტიტუტი, რომელმაც ძალიან წარმატებით განხორციელებული თითქმის ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში პოლიტიკის შემუშავების შემდეგ ეტაპზე უკვე დაიწყო იმპლემენტაციის და უშუალოდ მხარდაჭერის და ხელშეწყობის ინსტრუმენტების მიწოდება ბაზარზე. პირველი იყო ეს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდაჭერა, სადაც 1,5 მილიარდზე მეტი ფასიანი ქაღალდების მხარდაჭერა განხორციელდა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, კორპორაციის ახალი ინსტრუმენტები მოიცავს სასესხო ინსტრუმენტებს.

„კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში, ეს არის ძალიან დიდი სპექტრი იმ ფინანსური ინსტრუმენტების, რომელიც ჩვენს ბიზნესს სჭირდება, რომელსაც ჩვენი ბიზნესი ელოდება, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას, გააიაფებს ფინანსურ რესურსს. აუცილებლად უნდა ვახსენო ფაქტორინგი. ეს კანონი პარლამენტმა მიიღო მიმდინარე წელს, პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი, კიდევ ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, სადაც კორპორაციას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ვინაიდან ყველა ახალ ინსტრუმენტს სჭირდება პოპულარიზაცია, ახსნა, მომხმარებლამდე მიტანა", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიოდ საჭიროება ბიზნესის კეთების კომპეტენციის, განსაკუთრებით რეგიონებში და შევქმენით ცენტრები - ირაკლი ნადარეიშვილი

22.10.2026.09:48

„ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიოდ საჭიროება ბიზნესის კეთების კომპეტენციის, განსაკუთრებით რეგიონებში და შევქმენით ცენტრები, სადაც არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება ხდება, არამედ, რეალურად, თავი მოვუყარეთ საუკეთესო, კერძო სექტორის საკონსულტაციო კომპონენტს, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესთან ვაკავშირებთ იმისათვის, რომ მაგალითად, ბიზნესმა მოახდინოს გაციფრულება, მიიღოს კონსულტაცია და რეალური მხარდაჭერა მარკეტინგის, ბრენდინგის, გაყიდვების მიმართულებით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა „იმედიLIVE"-ში განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა, მან ხაზი გაუსვა ბიზნესის საჭიროებებსა და მოთხოვნებს სხვადასხვა მიმართულებით და ამ კუთხით სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„გაციფრულება არის ძალიან მოთხოვნადი მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით. ამ შემთხვევაში კორპორაცია და ბიზნეს სივრცეები კონსულტანტების მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებას ახდენს, რომლებიც აწვდიან მათ იმ კომპეტენციას, რომელიც მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ექსპორტის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რაც, მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის, არამედ, ზოგადად ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტებია შემუშავებული, დაინერგა და მიმდინარე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურ ფაზაში შევა. მისი განმარტებით, ეს შეეხება ფართო სპექტრს - როგორც სექტორების, ასევე ბიზნესების და არა მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მიმართულებით.

„მეწარმეობა არ არის მარტივი გადაწყვეტილება, არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა, შეიძლება გარკვეული რესურსიც ჰქონდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ხშირად არ არის მარტივი. ცენტრების ამოცანაა სწორედ, რომ დაეხმაროს, მათ შორის, პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მაგალითად, არის ასეთი სერვისი - ჩვენ ვეხმარებით მეწარმეს ბიზნესგეგმის შედგენაში, ყველა რისკის გათვლაში, ფინანსურ მოდელირებაში, ბანკთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის აადვილებს პირველი ნაბიჯების გადადგმას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა