საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა იმისთვის, რომ უპასუხოს გამოწვევებს, რომლებიც არსებობს საქართველოში ბიზნესის წინაშე | ირაკლი გაბრიაძე
საინვესტიციო ფონდების აქტივების მოცულობა 2.5-ჯერ გაიზარდა წინა წელს და 440 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა თუ შევადარებთ საბანკო დაფინანსების მოცულობას საკმაოდ მცირეა ეს წილი, – ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ.
როგორც აღნიშნეთ „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. კორპორაცია შეიქმნა იმისთვის რომ უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს საქართველოში ბიზნესის წინაშე და რამდენიმეა ესეთი მსხვილი გამოწვევა, რომელსაც დღეს ქართული ბიზნესი აწყდება. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. რიცხვებში რომ გადავიტანო ზოგადად როგორ გამოიყურება ეს პრობლემა, მსოფლიოს საერთაშორისო სავალტო ფონდის შეფასებით საქართველოში მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესში მთლიანი შიდა პროდუქტის 15%-იანია ის გეფი, რომელიც არსებობს პოტენციურ დაფინანსების წყაროსა და მათ ხელმისაწვდომობას შორის, რაც დაახლოებით რომ გადავთარგმნოთ რიცხვებში ნიშნავს იმას რომ 15 მილიარდი ლარის დაფინანსების მოზიდვის საშუალება უნდა ჰქონდეს მცირე და საშუალო ბიზნესს დღევანდელი არსებული მდგომარეობით და ამის ის მიზეზი არის რამდენიმე, რომელსაც კორპორაცია შემდეგ ეცდება რომ უპასუხოს. ეს არის პირველ რიგში დაფინანსების წყაროების სიმწირე და მრავალფეროვნების სიმცირე ასე რომ შევაჯამოთ. მაგალითის სახით შეგვიძლია ვისაუბროთ რომ დღეს ქვეყანაში მაგალითად თუ შევხედავთ დაფინანსების წყაროებს, ძირითადი წყარო მაინც მოდის ტრადიციულ წყაროზე, ეს არის საბანკო დაფინანსება. საბანკო დაფინანსების მოცულობა, რომელიც დღეს კერძო სექტორისგან მიემართება ეს არის დაახლოებით 40-41 მილიარდი ლარი, მცირე და საშუალო ბიზნესს ამ მაჩვენებელში დაახლოებით 29 მილიარდი ლარი უჭირავს. თუ გადავხედავთ სხვა წყაროებს, სხვა წყაროები საკმაოდ მწირია. მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ აქტიურად ვითარდება ეს არის სასესხო ფასიანი ქაღალდების ე.წ ობლიგაციების ბაზარი და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია წინა წელს მათ შორის, ჩვენი ჩართულობის შედეგადაც ამ ბაზრის მოცულობამ, თუმცა 3 მილიარდ ლარზეა ჯერ-ჯერობით ეს ბაზარი. ასევე კიდევ ერთი წყარო რაც შეიძლება იყოს დაფინანსების ალტერნატიული წყარო, რომელიც ასევე კაპიტალის ბაზარს უკავშირდება ეს არის საინვესტიციო ფონდები, რომელთა აქტივების მოცულობა 2.5-ჯერ გაიზარდა წინა წელს და 440 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა თუ შევადარებთ ისევ საბანკო დაფინანსების მოცულობას საკმაოდ მცირეა ეს წილი. ასევე როცა ვსაუბრობთ დაფინანსების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე უნდა აღვნიშნოთ ის მიდგომები და მოთხოვნები, რომელიც არსებობს ტრადიციული დაფინანსების წყაროების მხრიდან. ეს შეეხება საპროცენტო განაკვეთს, საპროცენტო განაკვეთის მოცულობას და ეს შეეხება ასევე დაფინანსების გარანტიის მოცულობას, რომელსაც ითხოვენ დაფინანსების წყაროებში. აზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ, ასევე დავამატებდი იმას რომ ბიზნესის კეთების ცოდნისა და გამოცდილების მიმართულებით გვაქვს გამოწვევები და ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეკონომიკის განვითარების კორპორაციას აქვს კონკრეტული ხედვები და ნაბიჯები როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს რომ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ქართულ ბიზნესს და ქართულ კერძო სექტორს იმისათვის რომ მათ შეძლონ გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი და განავითარონ ქვეყნის ეკონომიკა.
სხვა სიახლეები
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი თვიურ ჭრილში 0.03%-ით შემცირდა l საქსტატი
19.06.2026.11:17
2026 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.03 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 7.1 პროცენტიანი მატება.
2026 წლის აპრილთან შედარებით ფასები 0.5 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.04 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.6 პროცენტი), რამაც 0.5 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 4.8 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 24.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.65 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (29.7 პროცენტი);
• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.2 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (6.5 პროცენტი) და სასმელებზე (4.0 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.1 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.2 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.