მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას აქვს რამდენიმე გამოკვეთილი მიზანი, რომლითაც გვსურს ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ესენია: სასესხო ინსტრუმენტების გადახალისება, ექსპორტის წახალისება და კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერა | ირაკლი გაბრიაძე

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას აქვს რამდენიმე გამოკვეთილი მიზანი, რომლითაც გვსურს ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ესენია: სასესხო ინსტრუმენტების გადახალისება, ექსპორტის წახალისება და კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერა, – ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ.

როგორც აღნიშნეთ „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. კორპორაცია შეიქმნა იმისთვის რომ უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს საქართველოში ბიზნესის წინაშე და რამდენიმეა ესეთი მსხვილი გამოწვევა, რომელსაც დღეს ქართული ბიზნესი აწყდება. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. რიცხვებში რომ გადავიტანო ზოგადად როგორ გამოიყურება ეს პრობლემა, მსოფლიოს საერთაშორისო სავალტო ფონდის შეფასებით საქართველოში მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესში მთლიანი შიდა პროდუქტის 15%-იანია ის გეფი, რომელიც არსებობს პოტენციურ დაფინანსების წყაროსა და მათ ხელმისაწვდომობას შორის, რაც დაახლოებით რომ გადავთარგმნოთ რიცხვებში ნიშნავს იმას რომ 15 მილიარდი ლარის დაფინანსების მოზიდვის საშუალება უნდა ჰქონდეს მცირე და საშუალო ბიზნესს დღევანდელი არსებული მდგომარეობით და ამის ის მიზეზი არის რამდენიმე, რომელსაც კორპორაცია შემდეგ ეცდება რომ უპასუხოს. ეს არის პირველ რიგში დაფინანსების წყაროების სიმწირე და მრავალფეროვნების სიმცირე ასე რომ შევაჯამოთ. მაგალითის სახით შეგვიძლია ვისაუბროთ რომ დღეს ქვეყანაში მაგალითად თუ შევხედავთ დაფინანსების წყაროებს, ძირითადი წყარო მაინც მოდის ტრადიციულ წყაროზე, ეს არის საბანკო დაფინანსება. საბანკო დაფინანსების მოცულობა, რომელიც დღეს კერძო სექტორისგან მიემართება ეს არის დაახლოებით 40-41 მილიარდი ლარი, მცირე და საშუალო ბიზნესს ამ მაჩვენებელში დაახლოებით 29 მილიარდი ლარი უჭირავს. თუ გადავხედავთ სხვა წყაროებს, სხვა წყაროები საკმაოდ მწირია. მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ აქტიურად ვითარდება ეს არის სასესხო ფასიანი ქაღალდების ე.წ ობლიგაციების ბაზარი და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია წინა წელს მათ შორის, ჩვენი ჩართულობის შედეგადაც ამ ბაზრის მოცულობამ, თუმცა 3 მილიარდ ლარზეა ჯერ-ჯერობით ეს ბაზარი. ასევე კიდევ ერთი წყარო რაც შეიძლება იყოს დაფინანსების ალტერნატიული წყარო, რომელიც ასევე კაპიტალის ბაზარს უკავშირდება ეს არის საინვესტიციო ფონდები, რომელთა აქტივების მოცულობა 2.5-ჯერ გაიზარდა წინა წელს და 440 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა თუ შევადარებთ ისევ საბანკო დაფინანსების მოცულობას საკმაოდ მცირეა ეს წილი. ასევე როცა ვსაუბრობთ დაფინანსების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე უნდა აღვნიშნოთ ის მიდგომები და მოთხოვნები, რომელიც არსებობს ტრადიციული დაფინანსების წყაროების მხრიდან. ეს შეეხება საპროცენტო განაკვეთს, საპროცენტო განაკვეთის მოცულობას და ეს შეეხება ასევე დაფინანსების გარანტიის მოცულობას, რომელსაც ითხოვენ დაფინანსების წყაროებში. აზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ, ასევე დავამატებდი იმას რომ ბიზნესის კეთების ცოდნისა და გამოცდილების მიმართულებით გვაქვს გამოწვევები და ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეკონომიკის განვითარების კორპორაციას აქვს კონკრეტული ხედვები და ნაბიჯები როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს რომ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ქართულ ბიზნესს და ქართულ კერძო სექტორს იმისათვის რომ მათ შეძლონ გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი და განავითარონ ქვეყნის ეკონომიკა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა