საქართველოს ეკონომიკის მაღალპროდუქტიულობა ნიშნავს მეტ მაღალ შემოსავალს ჩვენი მოქალაქეებისთვის | შოთა ბერეკაშვილი
საქართველოს ეკონომიკის მაღალპროდუქტიულობა ნიშნავს მეტ მაღალ შემოსავალს ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ, გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
„დავიწყებ იმით, რომ საქართველოსთვის 6 თვის მაჩვენებელი უაღრესად პოზიტიური იყო. მოლოდინებს გადააჭარბა და, თუ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზები იყო, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.3%-5.5%-ით გაიზრდებოდა, 6 თვის მაჩვენებელი 7.9%-ია და ეს უაღრესად მაღალი მაჩვენებელია. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე რიგებში არის საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზრდის მამოძრავებელი ფაქტორები იყო რამდენიმე სექტორზე განაწილებული, ისეთი, როგორიც არის ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ასევე ვაჭრობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია და საფინანსო სექტორი. აქ ხაზს გავუსვამდი იმას, რომ ზრდა არ იყო განპირობებული ერთი კონკრეტული სექტორით - გადანაწილებული იყო 5-6 სექტორზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია, ეკონომიკა სწორი მიმართულებით იზრდება, იზრდება სხვადასხვა სექტორები და იზრდება ისეთი სექტორები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით.
ეს რას ნიშნავს და რატომ არის ეს კარგი? ეს კარგია იმიტომ, რომ მაღალი პროდუქტიულობა ნიშნავს უფრო მაღალ შემოსავლებს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.
ასევე, აქვე ხაზი მინდა გავუსვა ერთ ფაქტორს, რომ ზრდის კარგი მაჩვენებელი იყო აღნიშნულ სექტორებში, თუმცა შედარებით შენელება იყო და მეორე კვარტალში განსაკუთრებით კლება იყო სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორში. ამ მიმართულებით უფრო მეტი ყურადღება არის მისაქცევი და ვფიქრობ, რომ მესამე და მეოთხე კვარტალში აღნიშნული სექტორებიც გააგრძელებენ ზრდას.
განსაკუთრებით სამშენებლო მიმართულებით, ინფრასტრუქტურული პროექტები განვითარების უფრო აქტიურ ფაზაში შედის და ეს, თავისთავად, მესამე და მეოთხე კვარტალში განაპირობებს, რომ სექტორულად აღნიშნული სექტორებიც გაიზრდება და მოლოდინი არის, რომ ასეთ ზრდას შევინარჩუნებთ.
აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის ზრდაზე და ვსაუბრობთ 7.9%-იან ზრდაზე პირველი ექვსი თვის განმავლობაში, მნიშვნელოვანია გამოვყოთ, ზრდის რა ნაწილი იყო განპირობებული მიმდინარე მოთხოვნით.
მიმდინარე მოთხოვნას რა ასტიმულირებს? მაგალითად, თუ ტურისტული ნაკადები იზრდება და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება, ეს ბუნებრივად იწვევს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს უფრო მეტ მოხმარებას ეკონომიკისთვის, უფრო მეტ წარმოებას ეკონომიკისთვის, რაც ძალიან კარგია.
თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწორად გვესმოდეს, ექვსი თვის განმავლობაში რა ინვესტიციები განხორციელდა ისეთი სექტორების მიმართულებით, როგორიც არის, მაგალითად, ენერგეტიკა, ტრანსპორტი-ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს გრძელვადიან ეკონომიკურ ეფექტზე და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რომ აღნიშნულ სექტორებში მოხდეს გრძელვადიანი ინვესტიციები და ზრდა იყოს დაფუძნებული გრძელვადიან პერიოდში.
სწორედ ამ ნაწილში, აღნიშნულ სექტორებში, ასევე აღინიშნება ინვესტიციების ზრდა, რაც ძალიან დადებითი მოვლენაა და ეს განსაზღვრავს ეკონომიკის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებას.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებზე და ინსტიტუტებზე, რომლებიც აფასებენ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და პროგნოზებს, დადებითი მოვლენაა სწორედ ის, რომ EBRD-მა და აზიის განვითარების ბანკმა ორივემ ერთად გადახედეს საქართველოს ეკონომიკის ზრდას წელს.
მათი პროგნოზი, თუ იყო ADB-ის შემთხვევაში 5.5%, მათი პროგნოზი არის წელს 6.3%. EBRD-ს რაც შეეხება, მათ თავიანთი პროგნოზი 6%-დან 6.5%-მდე გაზარდეს და ჩემი მოლოდინი არის, რომ წლის ბოლომდე, ალბათ, ისინი ისევ გადახედავენ მონაცემებს, რადგან ის სექტორები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, მომავალშიც განაგრძობენ დინამიურ ზრდას.
ჩვენი მოლოდინი არის, რომ აღნიშნულ ზრდას შევინარჩუნებთ და 2026 წელი ძალიან წარმატებული იქნება საქართველოსთვის", - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებულ ტენდენციას შევინარჩუნებთ და 2026 წელი პოზიტიური იქნება საქართველოსთვის | შოთა ბერეკაშვილი
28.09.2026.10:19
ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებულ ტენდენციას შევინარჩუნებთ და 2026 წელი პოზიტიური იქნება საქართველოსთვის, - ამის შესახებ, გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.