მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობისა და საჰაერო მიმოსვლის გაფართოების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებაზე. 2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, სლოვაკეთიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. აღინიშნა, რომ ტურისტული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირმა ავიამიმოსვლამ, კერძოდ, დღეისათვის ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენები ქუთაისიდან-ბრატისლავას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით სრულდება.

ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს პირდაპირი ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოებას სლოვაკეთში საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტებიდანაც.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს 2026 წელს გამართული საქართველო-სლოვაკეთის ტურიზმის პირველი ფორუმი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის საჯარო და კერძო სექტორების დაახლოებას შეუწყო ხელი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში.

მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა

10.09.2026.15:17

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობისა და საჰაერო მიმოსვლის გაფართოების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებაზე. 2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, სლოვაკეთიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. აღინიშნა, რომ ტურისტული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირმა ავიამიმოსვლამ, კერძოდ, დღეისათვის ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენები ქუთაისიდან-ბრატისლავას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით სრულდება.

ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს პირდაპირი ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოებას სლოვაკეთში საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტებიდანაც.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს 2026 წელს გამართული საქართველო-სლოვაკეთის ტურიზმის პირველი ფორუმი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის საჯარო და კერძო სექტორების დაახლოებას შეუწყო ხელი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში.

მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა