მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პოლონეთ-საქართველოს ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პოლონეთ-საქართველოს ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის სტრატეგიულ როლზე და აღნიშნა, რომ ის, რაც თავიდან ძირითადად აზიასა და ევროპას შორის ალტერნატიულ მარშრუტად განიხილებოდა, დღეს უკვე სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნად ყალიბდება და საქართველო, როგორც ამ მარშრუტის საკვანძო ქვეყანა, თვალს ადევნებს ამ მზარდ დინამიკას.

თამარ იოსელიანის თქმით, 2021-2025 წლებში შუა დერეფნის გავლით კონტეინერების გადაზიდვა წლიურად საშუალოდ 22%-ით იზრდებოდა, ხოლო 2025 წელს ზრდამ 37% შეადგინა. თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის კვლევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საჭირო ინვესტიციებისა და რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, 2040 წლისთვის დერეფანში ტვირთბრუნვა შესაძლოა 4-ჯერ გაიზარდოს, ხოლო ტრანსპორტირების დრო 2/3-ით შემცირდეს.

თამარ იოსელიანის თქმით, მზარდი მოთხოვნა დარგის უახლეს შედეგებზე უკვე აისახა - 2026 წლის პირველი 10 თვის მაჩვენებლებით, საქართველოს სატრანსპორტო სექტორმა ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. კერძოდ, პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა 24%-ით გაიზარდა და 17.1 მილიონ ტონას მიაღწია, სარკინიგზო ტვირთბრუნვამ კი 13%-იანი მატებით 12.4 მილიონი ტონა შეადგინა. ამავე პერიოდში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები 13.3 მილიონი ტონით განისაზღვრა, ხოლო საჰაერო ტვირთების მოცულობა 28%-ით გაიზარდა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს შედეგები ცხადყოფს მზარდ მოთხოვნას საქართველოს გავლით სატრანსპორტო მომსახურებაზე და ხაზს უსვამს დარგის ინფრასტრუქტურასა და საოპერაციო ეფექტიანობაში უწყვეტი ინვესტირების მნიშვნელობას. მისივე განმარტებით, ტრანსპორტის განვითარების ათწლიანი გეგმა მკაფიო მიზნებს ისახავს: სარკინიგზო და საზღვაო მიმართულებების გამტარუნარიანობის გაორმაგებას, აეროპორტების სიმძლავრეების გასამმაგებასა და ტრანსპორტის ყველა სახეობაში ინფრასტრუქტურისა და სერვისების მოდერნიზაციას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს მთავრობის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ამბიციურ გეგმას ახორციელებს, რომელიც სარკინიგზო და საპორტო სიმძლავრეების გაორმაგებას ისახავს მიზნად, ხოლო 2032 წლამდე მთავრობა მსხვილ სატრანსპორტო პროექტებში დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, მათ შორის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

თამარ იოსელიანის განცხადებით, 2026 წლის ივნისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრული დატვირთვით ამოქმედდა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა რეგიონული დაკავშირებადობა და დამატებითი შესაძლებლობები შექმნა სატვირთო გადაზიდვებისთვის.

შუა დერეფნის კონტექსტში თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც. მისი თქმით, პორტი ექსპლუატაციაში 2029 წლისთვის შევა და პირველი ფაზის ფარგლებში წელიწადში 600 000 კონტეინერისა და 10 მილიონი ტონა მშრალი ტვირთის გადამუშავებას უზრუნველყოფს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა