მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინეთის ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა JD.com-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციის კომპანიას, JD.com-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი (MoU) გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა და JD.com-ის იმპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა ან ნინგმა მოაწერეს.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ქართველ მწარმოებლებსა და ჩინურ ელექტრონული კომერციის სექტორს შორის ბიზნესკავშირების განვითარებას და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას.

JD.com ჩინეთის ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიასთან თანამშრომლობა ქართული ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის მასშტაბურ სამომხმარებლო ბაზარზე წვდომისა და პროდუქციის ონლაინგაყიდვების შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან თანამშრომლობა ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მისი თქმით, ჩინეთი ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია, ხოლო JD.com-თან თანამშრომლობა ქართველ მწარმოებლებს ჩინელ მომხმარებლებთან წვდომის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს უქმნის. მიხეილ ხიდურელი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიზანია ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდის, ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და გრძელვადიანი ბიზნესურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

მემორანდუმი CIIE 2026-ის ფარგლებში ინვესტიციების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საქართველო-ჩინეთის B2B შეხვედრების დროს გაფორმდა. აღნიშნული ფორმატი წელს პირველად დაემატა გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის პროგრამას და ქართველ მწარმოებლებს ჩინელ იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და სავაჭრო კომპანიებთან პირდაპირი შეხვედრების შესაძლებლობა მისცა.

 

ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო CIIE 2026-ზე 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით არის წარმოდგენილი. ქვეყანა გამოფენაში მეცხრედ მონაწილეობს. ღონისძიება შანხაიში, 5-10 ნოემბერს იმართება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინეთის ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა JD.com-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

09.11.2026.12:33

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციის კომპანიას, JD.com-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი (MoU) გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა და JD.com-ის იმპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა ან ნინგმა მოაწერეს.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ქართველ მწარმოებლებსა და ჩინურ ელექტრონული კომერციის სექტორს შორის ბიზნესკავშირების განვითარებას და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას.

JD.com ჩინეთის ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიასთან თანამშრომლობა ქართული ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის მასშტაბურ სამომხმარებლო ბაზარზე წვდომისა და პროდუქციის ონლაინგაყიდვების შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან თანამშრომლობა ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მისი თქმით, ჩინეთი ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია, ხოლო JD.com-თან თანამშრომლობა ქართველ მწარმოებლებს ჩინელ მომხმარებლებთან წვდომის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს უქმნის. მიხეილ ხიდურელი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიზანია ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდის, ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და გრძელვადიანი ბიზნესურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

მემორანდუმი CIIE 2026-ის ფარგლებში ინვესტიციების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საქართველო-ჩინეთის B2B შეხვედრების დროს გაფორმდა. აღნიშნული ფორმატი წელს პირველად დაემატა გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის პროგრამას და ქართველ მწარმოებლებს ჩინელ იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და სავაჭრო კომპანიებთან პირდაპირი შეხვედრების შესაძლებლობა მისცა.

 

ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო CIIE 2026-ზე 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით არის წარმოდგენილი. ქვეყანა გამოფენაში მეცხრედ მონაწილეობს. ღონისძიება შანხაიში, 5-10 ნოემბერს იმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა