მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7191.5
-0.0071
flag
AZN 1.5594
-0.0013
flag
CNY 39.161
-0.0023
flag
EUR 3.0377
-0.0031
flag
GBP 3.5061
-0.004
flag
KZT 54.32
-0.0004
flag
TRY 0.0571
0
flag
USD 2.6505
-0.0022
news banner

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი არის ფორმატი, სადაც პრაქტიკულად მონაწილეობს სახელმწიფო, ბიზნესი, სექტორული ასოციაციები და საკმაოდ ფართო სპექტრი დამსწრე საზოგადოების სახით - ირაკლი კვერღელიძე

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსია „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე” გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით ჯუღაშვილი, „ჰანიველ ცემენტის“ გენერალური დირექტორი; გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის" გენერალური დირექტორი; ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი; ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) აღმასრულებელი დირექტორი.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

,,როგორც ყოველთვის საქართველოს ეკონომიკური ფორუმი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ვიტყოდი, რომ საკმაოდ შედეგიანი იმიტომ, რომ ეს არის ფორუმი და ეს არის ფორმატი, სადაც პრაქტიკულად მონაწილეობს სახელმწიფო, მონაწილეობის ბიზნესი, მონაწილეობს სექტორული ასოციაციები და მონაწილეობს საკმაოდ ფართო სპექტრი დამსწრე საზოგადოების სახით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. პრაქტიკულად მშენებლობა, დეველოპმენტი ჯამში 18%-ს შეადგენს ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში და შესაბამისად, ეს არის მისი პირდაპირი მონაწილეობა, ხოლო ირიბი მონაწილეობით გაცილებით უფრო მაღალია ჩვენს ეკონომიკაში ამ სექტორის წილი და თავისთავად ცხადია ყოველი შეხვედრა, ყოველი განხილვა არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ამ სექტორის განვითარებისთვის და აზრთა შეჯერებისთვის”, - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ „ორბი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა.

დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი

პარტნიორები - Hunnewell Cement ჰანიველ ცემენტი; Galt & Taggart - გალტ & თაგარტი; ორბი ჯგუფი; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA; Tashub ტასჰაბი; ELT Group; Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი

19.06.2026.19:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი. 

დოკუმენტები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

კერძოდ, ხელი მოეწერა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმებებს.

ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში  მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. 

„ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც დაფუძნდება ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია. ამავდროულად ხელი მოეწერა შეთანხმებას ავიაციის სექტორში თანამშრომლობის შესახებ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმებების მიღწევა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველწლიურად ჩვენ ორ ქვეყანას შორის მზარდია ეკონომიკური აქტივობები, განსაკუთრებით ვაჭრობა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, გაფორმებული დოკუმენტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. შეთანხმებები ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების დაახლოებასა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებას.

„შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ორ ქვეყანას ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით არსებული პოტენციალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი ვაჭრობის, საქართველოდან ექსპორტის, ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის პირდაპირი ფრენების არსებობის მნიშვნელობაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაფართოებული ფორმატის შეხვედრებში, რომელიც ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან და პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა