საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსია „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე” გაიმართა
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსია „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე” გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით ჯუღაშვილი, „ჰანიველ ცემენტის“ გენერალური დირექტორი; გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის" გენერალური დირექტორი; ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი; ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი
პარტნიორები - Hunnewell Cement ჰანიველ ცემენტი; Galt & Taggart - გალტ & თაგარტი; ორბი ჯგუფი; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA; Tashub ტასჰაბი; ELT Group; Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი
სხვა სიახლეები
EBRD ეგვიპტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას $63 მილიონის დაფინანსებით უჭერს მხარს
06.11.2026.13:00
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ეგვიპტის ენერგეტიკულ ტრანზიციასა და სამრეწველო სექტორის დეკარბონიზაციას Dandara Solar Power-ისთვის 63 მილიონი აშშ დოლარის (54.7 მილიონი ევრო) დაფინანსების გამოყოფით უჭერს მხარს.
დაფინანსება მოხმარდება Dandara Solar Power-ის მიერ ეგვიპტის ნაგა-ჰამადის რეგიონში 500 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციას. პროექტი ასევე ითვალისწინებს 100 მგვტ/სთ მოცულობის ენერგიის ბატარეებში შენახვის სისტემის მოწყობას, რაც ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს სამრეწველო მწარმოებელს განახლებადი ენერგიით საიმედო მომარაგებას უზრუნველყოფს.
პროექტი ხორციელდება ეგვიპტის წყლის, სურსათისა და ენერგეტიკის ურთიერთკავშირის (NWFE) პროგრამის ენერგეტიკული მიმართულების ფარგლებში, რომელსაც EBRD ხელმძღვანელობს. პროექტის თანადამფინანსებლები ასევე არიან აფრიკის განვითარების ბანკი (AfDB) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).
დაფინანსება მოიცავს კლიმატის საინვესტიციო ფონდების (CIF) მიერ გამოყოფილ 10 მილიონი აშშ დოლარის (8.7 მილიონი ევრო) შეღავათიან ფინანსურ რესურსს და კანადის მიერ EBRD-ის კლიმატის მიმართულებით მაღალი გავლენის პარტნიორობის (HIPCA) ფარგლებში გამოყოფილ 7 მილიონ აშშ დოლარს (6.1 მილიონ ევროს).
პროგნოზის მიხედვით, ელექტროსადგური ყოველწლიურად დაახლოებით 1.47 ტვტ/სთ განახლებად ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც 300 000-ზე მეტი შინამეურნეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ეკვივალენტურია. ამასთან, პროექტის შედეგად ნახშირორჟანგის წლიური ემისიები თითქმის 732 000 ტონით შემცირდება.