მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიის ფარგლებში შევთანხმდით, რომ ორი მთავარი გამოწვევა გვაქვს - ერთი ხარისხის გრძელვადიანი კონტროლი მდგრადი განვითარებისთვის და მეორე სწრაფი განვითარება, რომ ამ კონკურენტულ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით საქართველომ ადგილი დაიმკვიდროს l დავით ჯუღაშვილი

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსია „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე” გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით ჯუღაშვილი, „ჰანიველ ცემენტის“ გენერალური დირექტორი; გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის" გენერალური დირექტორი; ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი; ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) აღმასრულებელი დირექტორი.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

,,საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა დღეს. შესაძლებლობა გვქონდა კერძო სექტორს, სხვადასხვა ასოციაციას, სახელმწიფოს გულწრფელად გვესაუბრა ინფრასტრუქტურული და დეველოპერული, ზოგადად სამშენებლო სექტორის განვითარებაზე და ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ ორი მთავარი გამოწვევა გვიდგას - ერთი ხარისხის კონტროლი გრძელვადიანი, მდგრადი განვითარებისთვის და მეორე სწრაფი განვითარება, რომ ამ კონკურენტულ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს”, -  განაცხადა დავით ჯუღაშვილმა, ჰანიველ ცემენტის გენერალურმა დირექტორმა.

დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი

პარტნიორები - Hunnewell Cement ჰანიველ ცემენტი; Galt & Taggart - გალტ & თაგარტი; ორბი ჯგუფი; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA; Tashub ტასჰაბი; ELT Group; Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჩინურ ავიამწარმოებელ კომპანიაში Commercial Aircraft Corporation of China (COMAC) შეხვედრა გამართა

05.11.2026.20:24

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჩინურ ავიამწარმოებელ კომპანიაში Commercial Aircraft Corporation of China (COMAC) შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში. აღინიშნა, რომ ამჟამად რეგულარულ ფრენებს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ჩინეთის სამი ავიაკომპანია კვირაში 13 სიხშირით ასრულებს. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანიებთან მიმართულებებისა და სიხშირეების დამატების მიზნით.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ თბილისში 2032 წლისთვის 20 მლნ მგზავრზე გათვლილი ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, მანამდე კი დედაქალაქის ამჟამინდელი აეროპორტი გაფართოვდება. გარდა ამისა, მიმდინარე წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომლის შედეგადაც ქუთაისში შეძლებენ ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდის მომსახურებას.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აეროპორტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც საავიაციო ჰაბის როლს რეგიონში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების პერსპექტივები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა