საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფორმატში მონაწილეობა გვეხმარება ჩვენი პოზიციები გავაცნოთ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს და ასევე, გავიგოთ ის საჭიროებები, რაც კერძო სექტორს აქვს - რევაზ სოხაძე
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსია „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე” გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით ჯუღაშვილი, „ჰანიველ ცემენტის“ გენერალური დირექტორი; გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის" გენერალური დირექტორი; ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი; ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
,,დღეს, ბიზნეს ინსაიდერის ინიციატივით გაიმართა ეკონომიკური ფორუმი, რომელიც შეეხებოდა დეველოპერული კომპანიების საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მსგავს ფორმატში მონაწილეობა გამომდინარე იქედან, რომ ერთის მხრივ, ყოველთვის ვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები გავაცნოთ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს და ასევე, მნიშვნელოვანი არის გავიგოთ ის საჭიროებები რაც კერძო სექტორს აქვს”, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი
პარტნიორები - Hunnewell Cement ჰანიველ ცემენტი; Galt & Taggart - გალტ & თაგარტი; ორბი ჯგუფი; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA; Tashub ტასჰაბი; ELT Group; Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი
სხვა სიახლეები
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი
19.06.2026.19:50
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
დოკუმენტები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
კერძოდ, ხელი მოეწერა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმებებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.
„ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც დაფუძნდება ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია. ამავდროულად ხელი მოეწერა შეთანხმებას ავიაციის სექტორში თანამშრომლობის შესახებ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმებების მიღწევა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველწლიურად ჩვენ ორ ქვეყანას შორის მზარდია ეკონომიკური აქტივობები, განსაკუთრებით ვაჭრობა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, გაფორმებული დოკუმენტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. შეთანხმებები ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების დაახლოებასა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებას.
„შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ორ ქვეყანას ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით არსებული პოტენციალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი ვაჭრობის, საქართველოდან ექსპორტის, ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის პირდაპირი ფრენების არსებობის მნიშვნელობაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაფართოებული ფორმატის შეხვედრებში, რომელიც ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან და პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან გაიმართა.