საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 8.3% შეადგინა
2025 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2026 წლის დასაწყისში კიდევ უფრო გაძლიერდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საშუალო მაჩვენებელმა 9.1% შეადგინა, ხოლო ოთხი თვის მაჩვენებლებით ზრდა 8.3%-ის დონეზეა. უშუალოდ აპრილში ქვეყნის ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა.
აღნიშნული მაჩვენებლები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს განსაკუთრებულ სტაბილურობასა და განვითარების მყარ ტემპს.
აღსანიშნავია, რომ აპრილში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%-ით გაიზარდა. ბიზნესგარემოსადმი მაღალ ნდობაზე მეტყველებს ახლად დარეგისტრირებულ სუბიექტთა რაოდენობაც, რომელმაც 6.9%-იანი მატებით 6,195 ახალ ერთეულს მიაღწია.
იანვარ-აპრილში მაღალ ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა დინამიკამ - აღსანიშნავია ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც 21.1%-ით გაიზარდა და 2,439.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
განსაკუთრებული მატება აღინიშნაადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით), სადაც ზრდამ 73.5%-ს მიაღწია და 1,551.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის აპრილის ეკონომიკურ პროგრესში წამყვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და საფინანსო-სადაზღვევო სექტორებმა.
აღსანიშნავია, რომ მრეწველობის მიმართულებით რეალურ პროგრესს არსებითად შეუწყო ხელი ნავთობპროდუქტების ადგილობრივმა წარმოებამ, რომლის კონტრიბუციამაც მთლიან შიდა პროდუქტში 1.83 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
14.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.