მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ინოვაციებზე ორიენტირებული ფინანსური გარემოს არსებობას - ნინო ჯელაძე

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებლებთან რეგიონული თანამშრომლობის გზით აქტიურად უჭერს მხარს ფინანსური სერვისების უფრო ღრმა ინტეგრაციას შუა დერეფანში, - ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და ლოგისტიკის ბუნებრივ ხიდად აქცევს.

როგორც ნინო ჯელაძემ ინტერვიუსას განაცხადა, მართალია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა რეალური ეკონომიკის ზრდასთან ფეხის ასაწყობად აუცილებელია ფინანსური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებაც. ამ მიზეზით, ფინანსური სერვისების უფრო ღრმა ინტეგრაცია შუა დერეფნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებლებთან რეგიონული თანამშრომლობის გზით აქტიურად უჭერს მხარს ამ დღის წესრიგს. ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტებია ტრანსსასაზღვრო გადახდების გაძლიერება, ფინტექ თანამშრომლობის მხარდაჭერა, მარეგულირებელი დიალოგის გაღრმავება, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ფინანსური ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო კავშირების პარალელურად განვითარდეს. ამ რეგიონულ ძალისხმევას ავსებს საქართველოს შიდა ფინანსური ინფრასტრუქტურის უწყვეტი მოდერნიზაცია", - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

„ქართული ბანკები ასევე ეტაპობრივად აფართოებენ თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობას და ზრდიან გეოგრაფიულ არეალს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ხელს უწყობს რეგიონულ ფინანსურ ინტეგრაციას, აუმჯობესებს ბაზრებს შორის კავშირს და ტრანსსასაზღვრო ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს უქმნის.

სამომავლოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორ ცენტრალურ ბანკებთან, მარეგულირებლებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და კერძო სექტორთან, რათა მხარი დაუჭიროს სტაბილური, კონკურენტუნარიანი და ინოვაციებზე ორიენტირებული ფინანსური გარემოს არსებობას. უფრო ფართო მიზანი ნათელია: შუა დერეფნის გასწვრივ საქონლის, მომსახურებისა და საინვესტიციო ნაკადების ზრდასთან ერთად, ფინანსური კავშირებიც პარალელურად უნდა განვითარდეს და ხელი შეუწყოს ამ დერეფნის სრული ეკონომიკური პოტენციალის ათვისებას", - განაცხადა ნინო ჯელაძემ Central Banking-თან ინტერვიუში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა