მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.1
0.0031
flag
AZN 1.5497
-0.0003
flag
CNY 38.876
0.002
flag
EUR 3.0072
0.0046
flag
GBP 3.5275
0.0027
flag
KZT 55.78
-0.0033
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6344
-0.0006
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

news image
mbc image

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები 

ინფლაცია

  • მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.3%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მაისში 3.5% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 3.8%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • აპრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპმა 14.1% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია აპრილში არ შეცვლილა და 46.6% შეადგენს
  • აპრილში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.1 პპ-ით, 42.5%-მდე შემცირდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 2.9%-ით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აპრილში საქონლის იმპორტის შემცირება ძირითადად სამომხმარებლო და საინვესტიციო დანიშნულების საქონლის იმპორტის კლებამ განაპირობა.
  • ექსპორტი - საქონლის ექსპოწრტი წლიურად 16.1%-ით გაიზარდა და 716.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აპრილში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების და სამომხმარებლო საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა
  • აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 154.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ - თამარ იოსელიანი

16.07.2026.01:00

საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ამ მიმართულებით როგორც აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობს პარტნიორ როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე ქვეყნებთან.

„დეკემბერში დავამატეთ პეკინის მიმართულება, შესაბამისად, Air China-მ დაიწყო პეკინის მიმართულებაზე ფრენა, ასევე მაისის თვიდან China Southern-მა დაიწყო ფრენები პეკინის მიმართულებით. შანხაი ახალი საჰაერო ხაზია, დღეიდან იწყება ფრენები. ივნისის ბოლოს, Norwegian შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად, დანიის დედაქალაქი დაუკავშირდა ჩვენს დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან პოზიტიურია ჩვენი საავიაციო სექტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებაც ამოქმედდა და ეს ყველაფერი, ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ გავზრდით როგორც ავიაკომპანიების ციფრს, ასევე საჰაერო ხაზების მიმართულებებსაც", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე140-მდე საერთაშორისო საჰაერო ხაზზე 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა