მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

news image
mbc image

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4%-ით დაიკლო
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ივლისში 3.5% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 4.4%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • ივნისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 14.5%-ს გაუტოლდა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ივნისში 43.8%-მდე შემცირდა
  • ივნისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.6% შეადგინა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 7.5%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ივნისში იმპორტის ზრდა ყველა დანიშნულების საქონლის ჯგუფში აღინიშნა. ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შუალედური მოხმარების საქონლის იმპორტმა შეიტანა, რომლის კონტრიბუციამ 5.9 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - 20.4%-ით გაიზარდა და 770.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ივნისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად სამომხმარებლო (14.8 პპ წვლილით) საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა. ასევე გაზრდილია შუალედური მოხმარების საქონლის ექსპორტიც (5.7 პპ წვლილით)
  • ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 115.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 7.1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

14.08.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0233 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6171 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0233 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0191 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა